ხედვა და მისია

ხედვა

საზოგადოება არის ღია და თანასწორი. ახალგაზრდები აქტიურად მოქმედებენ პოზიტიური ცვლილებებისათვის. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს ადგილობრივი თემის ჩართულობით მათი ინტერესების გათვალისწინებით. მოქალაქეები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოს დასაცავად.

მისია

სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი, არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი თემის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებას, ორმხრივ კომუნიკაციას ხალხსა და ხელისუფლებას შორის და მოქალაქეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

SJMC 2002 წლიდან მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და თავის საქმიანობას წარმართავს არაფორმალური განათლების, ადვოკატირების კამპანიების გზით და მედიის ჩართულობით.