წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“-ს (SJMC) მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთში, მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. აქ ერთი ქლაქი, 8000-ზე ცოტა მეტი მცხოვრებით და 64 სოფელია. მოსახლეობას სხვა მნიშვნელოვან, ყოფით და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ნარჩენების და გარემოს დაბინძურების საკითხი აწუხებს. გარემოს დაბინძურებას კი ისევ თვითონ უწყობენ ხელს, საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრით. უფრო კარგად რომ გაგარკვიოთ სიტუაციაში, რა ხდება ახალქალაქის
დაბა ახალდაბა ბორჯომის ერთ-ერთი დიდი დაბაა. გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებისა, ახალდაბას ზაფხულში დამსვენებლებიც სტუმრობენ. საკურორტო დაბა, მოსახლეობის სიმრავლესთან ერთად, ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების „მრავალფეროვნებითაც“ გამოირჩევა.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში საუბარი და ნაწილობრივ მოქმედებაც დაიწყო ნარჩენების დახარისხებაზე და გადამუშავებაზე, ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სახის ნარჩენების, სხვადასხვა ურნაში ჩაგდება კი არა, ერთად შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნამდე მიტანა და ჩაყრაა დიდი გამოწვევა. ასეა მთელ ქვეყანაში და ამ გამოწვევის წინაშე დგას ახალციხეც.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საზღვრებში 2 დაბა და 52 სოფელია. ადგილობრივი მოსახლეობა კი ბოლო აღწერით (2014 წ) 22 341 ადამიანია. ადიგენი, ნარჩენების მართვის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მუნიციპალიტეტში ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების სიმცირე, სტიქიურ ნაგავსაყრელებზე დაყრილი ნარჩენების ზრდას იწვევს. 2018 წელს მუნიციპალიტეტმა ვალდებულება შეასრულა და ნარჩენების მართვის გეგმა შეიმუშავა. კონტეინერული სისტემით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ნაწილი, კერძოდ:
ნარჩენების მართვის მთავარი გამოწვევა ასპინძაში არასაკმარისი სპეც. ტექნიკაა. მუნიციპალიტეტს, სადაც 10 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, სულ 2 ნაგავმზიდი ემსახურება, ეს იმას ნიშნავს, რომ რთულია დროული და სისტემატიური მომსახურება გაუწიო დაბის მთელ ტერიტორიას და მუნიციპალიტეტის სოფლებს. იმას, რომ ტექნიკა საკმარისი არ არის, ადასტურებენ შპს. ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურში. „2017 წელს გადმოგვეცა 2 თვითმცლელი, ეს ორი ავტომანქანა ემსახურება მთელ
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი აცხადებს კონკურსს საუკეთესო პოდკასტის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლების მერვე – მეთორთმეტე კლასების მოსწავლეებს, ქართულ და სომხურ ენებზე. სომხურ ენაზე შექმნილ პოდკასტებს თან უნდა დაერთოს ტექსტის დეტალური თარგმანი ქართულ ენაზე. საკონკურსო პოდკასტის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 2 დან 6 წუთამდე და უნდა იყოს მომზადებული შემდეგი თემებიდან ერთ-ერთზე, ან რამდენიმეზე. ღია
დონორი ორგანიზაცია : PH International , ამერიკის საელჩო. განხორციელების ვადა: 2019 წლის 01 დეკემბერი – 2020 31 მაისი ბიუჯეტი: 6600 აშშ დოლარი. პროექტის სამიზნე ჯგუფი: ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის სკოლების უფროსკლასელები. პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამართლებრივი განათლება და მედიაწიგნიერების უნარების განვითარება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შექმნიან ახალგაზრდა რეპორტიორთა ქსელს და დაიწყებენ პოდკასტების წარმოებას.
ბეშეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი პატარა სოფელია. დასახლებამ სოფლის სტატუსი რამდენიმე წელია მოიპოვა. სოფელ კორტანეთიდან ბეშეთში ისე შედიხართ, მანიშნებელი აბრაც კი არ გხვდება. სოფელში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლების მცხოვრებლების მთავარი პრობლემა გზაა, სოფლამდე მისასვლელიც და სოფლის შიდა გზებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო ხახმარების მანქანებს, სოფლამდე მისვლა უჭირთ. ტაქსები ამ სოფელში წასვლაზე უარს ხშირად ამბობენ.