მაშინ, როდესაც ქვეყანაში საუბარი და ნაწილობრივ მოქმედებაც დაიწყო ნარჩენების დახარისხებაზე და გადამუშავებაზე, ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სახის ნარჩენების, სხვადასხვა ურნაში ჩაგდება კი არა, ერთად შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნამდე მიტანა და ჩაყრაა დიდი გამოწვევა.
ასეა მთელ ქვეყანაში და ამ გამოწვევის წინაშე დგას ახალციხეც.
ნარჩენების მართვის გეგმაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის არსებული სიტუაციის ანალიზის აღწერაში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოსახლეობის დაბალი ცნობიერება, გამოწვევების და სუსტი მხარეების ნაწილშია განხილული.
გეგმა, რომლის შემუშავება და განხორციელება, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, 2018 წელს შეიმუშავა ახალციხის მუნიციპალიტეტმაც.
„ადამიანის შეგნებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. სტიქიური ნაგავსაყრელები რატომ უნდა გვქონდეს ჩვენ, როცა არის ოფიციალური ნაგავსაყრელი. მაინც ადამიანს მიაქვს იქ, იმიტომ რომ მიჩვეულია. „ – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი.
ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტს გამოწვევების დასაძლევად 3 მთავარი მიზანი აქვს:
მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ეფექტიანი ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
ნარჩენების რაოდენობის შემცირების და სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა;
3. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების მართვის შესახებ.
ამ შემთხვევაში ჩვენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ნაწილით დავინტერესდი.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო კამპანიების წარმოება რომ უმნიშვნელოვანესია, ადასტურებს ა.ო „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ინფორმირებასთან ერთად თვითმმართველობის მხრიდან, სერვისების გაუმჯობესებაც აუცილებელია.
„ჩვენ დავდგით პლასტმასის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები, სადაც მოქალაქეები მაინც ყველა სახის ნარჩენებს ერთად ყრიდნენ. გარდა ამისა დაამტვრიეს და გაანადურეს საბოლოოდ ეს კონტეინერები, სამწუხაროდ გვაქვს ხოლმე ახალციხეში მსგავსი შემთხვევები.
ასევე ძალიან ხშირად მხვდება დასახლებებთან არსებულ ხევებში, მდინარის ნაპირებზე დაყრილი სამშენებლო ნარჩენები, ფოთლები, თივა. აი მაგალითად ფოთლები, ზოგი წვავს და ზოგიც წყალში ისვრის.“ –ამბობს ჯაბა ნათენაძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, წარმოებული საინფორმაციო კამპანიებიდან, ჯაბა მხოლოდ დასუფთავების აქციებს იხსენებს, რომლებიც ახალციხის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ტარდება და სხვადასხვა ტერიტორია, საჯარო მოხელეების უშუალო ჩართულობით სუფთავდება. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს, სტატიებს და გადაცემებს ვერ იხსენებს. არ ახსენდება არც მერიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გავრცელებული საინფორმაციო ხასიათის მასალები.
„მერიამ, ალბათ, ამ კუთხით, საქმე მეტი უნდა აკეთოს, ვიდრე საინფორმაციო კამპანიები აწარმოოს. მე არაერთხელ შევსწრებივარ, რომ მაგალითად მიუთითებიათ მერიის წარმომადგენლებს მოქალაქეებისთვის, შენიშვნა მიუციათ, აუხსნიათ. ასევე ყოფილა დაჯარიმების შემთხვევებიც“ – ჯაბა ნათენაძე
მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი განმარტავს, რომ ურნები ნარჩენებისთვის, ახალციხის ყველა სოფელში დგას და სტიქიური ნაგავსაყრელების გაჩენა აღარ უნდა ხდებოდეს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით კი მერიამ სხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად, საინფორმაციო კამპანიები უნდა აწარმოოს. ახალციხის ნარჩენების მართვის გეგმაში, ეს ნაწილი ასეა აღწერილი:
ნარჩენების შემცირების და სეპარირებული შეგროვების ხელშეწყობა
ნარჩენების რეციკლირების პროპაგანდის ხელშეწყობა
შეხვედრების ორგანიზება ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმოამდგენლებთან; ინფორმაციის შეგროვება ნარჩენების რაოდენობასა და ტიპებზე;
კვლევის ჩატარება პოტენციური სეპარირებული ნარჩენების გადამუშვებასთან მიმართებაში.
ნარჩენების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებები
გამოფენების და შეხვედრების ჩატარება.
სოციალური რეკლამების მომზადება.
სამაგალითო, საჩვენებელი ღონისძიებების ჩატარება.
ნარჩენების შემგროვებელი ბუნკერების დადგმა ორგანული ნარჩენების, პლასტმასის, მაკულატურისა და მინის სეპარირებისათვის ქ. ვალეში, ქ ახალციხის სკვერებსა და რიგ საბავშო ბაღებში.
შესაბამისი კონტეინერების შეძენა.
სასაწყობე ადგილების გამოყოფა.
მცირე გადამამუშავებელი დანადგარის შეძენა.
ნარჩენების კომპოსტირების პროპაგანდა
კომპოსტირების შესახებ ბუკლეტებისა და ბროშურების დამზადება.
კომპოსტირების საპილოტე მოედნის შექმნა.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის შესახებ.
ტრენინგ-სემინარების ორგანიზება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის.
სკოლის მოსწავლეებისათის საზაფხულო ეკო-ბანაკების ორგანიზება.
ბაღების აღსაზრდელებისათვის სახალისო მასალების შემუშავება და დაბეჭდვა.
საინფომრაციო კამპანია ნარჩენების მართვის შესახებ
ტელეგადაცემების ორგანიზება.
პუბლიკაციების განხორციელება.
კონფერენციების ჩატარება.
სიანფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება.
გეგმის შემუშავებიდან დღემდე, მერიამ ამ ჩამონათვალის, მხოლოდ მცირე ნაწილის შეასრულება შეძლო.
„სოფლისმხარდაჭერისპროგრამისფარგლებშიმოსახლეობასვხვდებოდით. ამასთან 10-15 წუთივესაუბრებოდინარჩენებისმართვაზეც. საშუალებამქონდადეტალურიინფორმაციამიმეწოდებინამოსახლეობისათვის. ანალოგიურადქალაქშიმეწარმეებსვხვდებოდითდაავუხსენითთემა. ჩვენითანამშრომლებიქვითრებისდარიგებისდროსაცესაუბრებიან.
საბავშვობაღებშიგვინდააღსაზრდელებისთვისბროშურებისსახითინფორმირება.“ – განმარტავს ახალციხის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი
ახალციხის მერიას გეგმაში გაწერილი საინფორმაციო კამპანიების საწარმოებლად ორ წელზე ცოტა მეტი რჩება. საჭიროა სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა .
„მოსახლეობას, ალბათ საინფორმაციო კამპანიების ფარგლებში უკეთ უნდა უხსნიდნენ, არა მარტო იმას, რა არ შეიძლება, არამედ მძაფრად და ზუსტად უნდა აჩვენებდნენ, ესა თუ ის ქმედება რა ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზეც და ადამიანზეც, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, ალბათ უფრო იმოქმედებს თითოეულ ადამიანზე“ – ამბობს ჯაბა ნათენაძე.