ჩვენ შესახებ

ჩვენი ხედვა:

საზოგადოება არის ღია და თანასწორი, ახალგაზრდები აქტიურად მოქმედებენ პოზიტიურად ცვლილებებისათვის, არსებობს ორმხრივი კომუნიკაცია მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის. მოსახლეობა დამოუკიდებელი მედიის საშუალებით ფლობს სრულ და ობიექტურ ინფორმაციას.

ჩვენი სლოგანია:

,, ღია და თანასწორი საზოგადოებისათვის“

ჩვენი მისია:

SJMC-,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი”  წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, სამოქალაქო ორგანიზაციების გააქტიურებას, გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას,  ახალგაზრდობის ჩართულობას და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას.

SJMC  2002 წლიდან მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და თავის საქმიანობას წარმართავს არაფორმალური განათლების, ადვოკატირების კამპანიებსა და მულტიმედია კომპონენტის აქტიური გამოყენებით.

ჩვენი გუნდი:

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის მმართველი ორგანოა წევრთა საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა. ორგანიზაციის ხელმძღვანელია აღმასრულებელი დირექტორი. მედია ცენტრს ჰყავს პროფესიონალი გუნდი, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი პროექტების მართვის გამოცდილება. ამჟამად მედია ცენტრში მუშაობს 8 თანამშრომელი, გვყავს ასევე 2 მოხალისე, მათ შორის მშვიდობის კოსპუსის მოხალისე ამერიკიდან.

სახელმძღვანელო პრინციპები:

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი SJMC

  1. არის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.
  2. სწამს აქტიური მოქალაქეობის.
  3. არის შედეგებზე ორიენტირებული, ერთგულია მუდმივი სწავლის და განვითარების.
  4. აღიარებს დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის როლს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.
  5. შეუწყნარებელია გენდერული და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ და აღიარებს  თანასწორობას და ტოლერანტობას
  6. სჯერა რომ ახალაგაზრდები ძირეული ცვლილებების განმახორციელებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა.
  7. სწამს,   რომ  სამოქალაქო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა და ხელისუფლებამ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.