ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი ბორჯომში

15.12.2015

IMG_5667

15 დეკემბერს ბორჯომში ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი გაიხსნა.

პროექტის მიზანია ბორჯომში შეიქმნას  ახალი სერვისი ახალგაზრდებისათვის, რომელიც არაფორმალური განათლებით და თვითმაორგანიზებელი ინიციატივების წახალისებით  ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებასა და  თვითრეალიზებას.

პროექტის ფარგლებში  სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ბაზაზე მოეწყობა სივრცე ახალგაზრდებისათვის – შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლად.  ბორჯომის ხუთი საჯარო სკოლის მინიმუმ 20 უფროსკლასელისათვის  ჩატარდება ტრენინგ-სემინარები, კინო-ჩვენებები, შეხვედრები და დისკუსიები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პროექტის ბენეფიციარების მონაწილეობით ახალგაზრდებისათვის პრობლემურ საკითხებზე მომზადდება სატელევიზიო დისკუსიები და მოხდება მათი ტრანსლაცია ტელეკომპანია ,,ბორჯომის“ ეთერში. ახალგაზრდობის ჩართულობით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები.

ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრის მხარდამჭერია “საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის”, რომელსაც საქართველოში ახორციელებს PH-international აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

პროექტი „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“

19.02.2015

პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის მიერ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. პროექტის ძირითადი მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში გენდერული […]

კონკურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის

02.06.2016

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC), პროექტის “ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების მასწავლებლების შესარჩევად

შენ შეგიძლია შეცვალო

16.08.2017

შენ შეგიძლია შეცვალო” – ასე ქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა” ბორჯომში დაიწყო.

“ბორჯომის” ეთერში გადაცემა “ინტერაქტივი” იწყება

05.02.2014

,,სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი” ტელეკომპანია ,,ბორჯომთან` , ახალციხის ,,მეცხრე არხთან“და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას ,,ინტერაქტივი“. ,,ინტერაქტივი” გამოეხმაურება რეგიონში […]

ქალები საქართველოს პარლამენტში

30.11.2016

გადაცემის სტუმრები: ეკა სხილაძე – სახალხო დამცველის მოადგილე; ნინო ბიბილეიშვილი – ა.ო. “სამართლიანი არჩევნები”-ს რეგიონული კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში; […]