გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ახალციხე ქალების პრობლემები

10.01.2013

8(1)

გადაცემის მთავარი სტუმრები იყვნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და ა/ო ”დემოკრატ ქალთა საზოგადოების” ხელმძღვანელი.

ასევე გადაცემაში მონაწილეობდა აუდიტორია 12 ადგილობრიბრივი სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ქალბატონი, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ გადაცემის მთავარ თემასთან დაკავშირებით.
გადაცემა ძირითადად დაეთმო ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების პრობლემების განხილვას, გენდერულ თანასწორობას, ასევე განიხილეს ადგილობრივი ბიუჯეტი, რამდენად იყო ქალთა საკითხები ასახული 2013 წლის ბიუჯეტში, ღებულობენ თუ არა ქალები მონაწილეობას ბიუჯეტის განხილვის და ფორმირების პროცესში. სტუმრებმა ისაუბრეს ასევე მარტოხელა დედების პრობლემებზეც, ხელისუფლების როლზე ქალების გააქტიურების საკითხებში, სტერეოტიპებზე რომელთა დამკვიდრებას ისევ ქალები უწყობენ ხელს. ქალებს გაცილებით მეტის გაკეთება და მეტი შრომა სჭირდებათ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ვიდრე მამაკაცს ანალოგიურ სიტუაციაში.

Recent Posts

ამერიკის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილეები ბორჯომის ჩართულობის ცენტრში

10.10.2016

ჩართულობის ცენტრს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრნენ.

“თანასწორობა ოჯახიდან იწყება” – სოციალური კლიპი

12.06.2018

სოციალური კლიპი მომზადებულია ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” მიერ, პროექტის ფარგლებში “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის”.

კონკურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის

02.06.2016

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC), პროექტის “ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების მასწავლებლების შესარჩევად

პროექტი “ერთად გენდერული თანასწორობისათვის“

20.02.2015

სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი აცხადებს კონკურს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ გენდერული კლუბის წევრები.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს ესტუმრა

02.10.2017

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს” დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა. ტიფანი სედლერი SJMC-ის გუნდს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. […]

ქალების პრობლემები რეგიონებში

07.03.2013

რა პრობლემები აქვთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს, როგორ დაიწყო და რა მიზანს ემსახურება პროექტი ,,ქალები ირჩევენ“. გადაცემაში ამ თემაზე ლიდერ ქალთა ქსელის წევრები – მარნეულის, ნინოწმინდისა და ბორჯომის ლიდერი […]

პროექტის ,,გაიცანი მეზობელის” შეჯამება “ინტერაქტივი”

30.12.2018

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა ,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” და ,,ქალაქის კვლევითი ცენტრის“ მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.