ვაკანსია ტრენერის პოზიციაზე

10.08.2015

,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ( SJMC)  პროექტისათვის ,,ერთად გენდერული თანასწორობისათვის“  აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საკრებულოების წევრი ქალებისათვის ( 15 – 18  მონაწილე )  2 დღიანი ტრენინგი ჩატარდება 2015 წლის სექტემბერში  თემაზე ეფექტური კომუნიკაციები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ხოლო ერთ დღიანი ტრენინგი  თემაზე  ლიდერობა და გუნდური მუშაობა  ჩატარდება ოქტომბერში.

ტრენერს მოეთხოვება:

  • ჰქონდეს აღნიშნულ თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებისა და ტრენინგის კურიკულუმის, მოდულების და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • გააზრებული ჰქონდეს ქალების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობა;
  • ჰქონდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის ტრენინგის ჩატარების გამოცდილება;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  • ტრენერის ან ტრენერების რეზიუმე;
  • ინფორმაცია ჩატარებული ბოლო სამი ტრენინგის შესახებ, მათ შორის დღის წესრიგიც;
  • სასურველი ანაზღაურება (ხელზე ასაღები ჰონორარი ერთი დღის განმავლობაში).

დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგელექტრონულ მისამართზე contact@mediacentri.ge  და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ეფექტური კომუნიკაციები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება ან ლიდერობა და გუნდური მუშაობა. თუ ორივე ტრენინგის ჩატარებაზე შემოგაქვთ განაცხადი, უბრალოდ მიუთითეთ ტრენერის ვაკანსია.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 აგვისტო.

პროექტი ,,ერთად გენდერული თანასწორობისათვის“, რომლის მიზანია გენდერული საკითხების შესახებ  ცნობიერების ამაღლება,   ხორცილდება  სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ( SJMC)   მიერ  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

ვიწვევთ ბორჯომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს

18.06.2019

ორგანიზაცია  ,,ნაკრესი“  ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით – პროექტისათვის ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადა – ფაზა  II” –  აცხადებს კონკურსს  ბორჯომის […]

ბორჯომის მემატიანე

21.01.2019

ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა   ევროკავშირის მხარდაჭერით. ფილმის შინაარსზე მთლიანად  პასუხისმგებელია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” და  ,,ქალაქის კვლევითი […]

„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ – SJMC-ის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში

01.02.2017

“ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის” – “სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა” (SJMC) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში გამართა.

პროექტი “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის” დასრულდა

20.07.2018

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პროექტის მართვის გუნდმა, ბენეფიციარებთან ერთად პროექტის შედეგები განიხილა და […]

ამერიკის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილეები ბორჯომის ჩართულობის ცენტრში

10.10.2016

ჩართულობის ცენტრს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრნენ.

საუკუნის მატარებელი

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ბორჯომი-ბაკურიანის მარშრუტით […]

“თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” – პირველი ეტაპის შეჯამება

17.01.2019

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” პირველი ეტაპი, პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა შეაჯამეს. ბორჯომის სოფლებში განხორციელებული შეხვედრები და […]

ქალების პრობლემებს თვითმმართველობების პირველი პირები გაეცნენ

08.12.2017

სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საკრებულოს და მერიის პირველ პირებს ქალებმა ქალების პრობლემები გააცნეს. შეხვედრა ოთხი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაიმართა. […]