ბორჯომი, სადაც წარსული ხვდება მომავალს

19.09.2012

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბორჯომში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

პროექტის ფარგლებში მზადდება ოთხი დოკუმენტური ფილმი ბორჯომის შესახებ. ფილმებში ასახული იქნება ბორჯომის წარსული და თანამედროვეობა, პირველი ფილმი – “ბორჯომი – კავკასიის მარგალიტი” გათვლილია მრავალრიცხოვან დამსვენებლებზე, რომლებიც ბორჯომში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ან სამკურნალოდ ჩამოდიან.

მეორე ფილმი “ეკო-ტურიზმი ბორჯომში“ იმ ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ხიბლავს ველური ბუნება, მესამე – “თეთრი ბაკურიანი” განკუთვნილია მათთვის, ვისაც ზამთრის მთის კურორტზე სურს გაერთოს და დაისვენოს.

მეოთხე ფილმი “ბორჯომი -მეფეებისა და პრეზიდენტების ქალაქი“ – ძირითადად ბორჯომის ისტორიაზე და მის მრავალრიცხოვან დამსვენებლებზე გვიამბობს. ფილმები მზადდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის “მენეჯერული ინიციატივების ფონდის“ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თანადამფინანსებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტი

Recent Posts

“ფორუმი” – ჩითახევში

11.09.2018

ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა პირებმა ამ დასახლებაში მცხოვრებლებს მოუსმინეს, ჩითახევში არსებულ გამოწვევებზე […]

ქალების პრობლემები ბორჯომში

30.10.2017

პროექტის   „ქალები – ქალებისათვის“  ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებმა შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ჩაატარეს. გამოიკვეთა თემში მცხოვრები ქალების საჭიროებები. მათი […]

“ფორუმი” – ყვიბისში

19.10.2018

სოფელ ყვიბისში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 12 ოქტომბერს გაიმართა. სოფლის ცენტრში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ და თემის რწმუნებულმაუპასუხეს. […]

მარნეულში ქალების პრობლემებს გაეცნენ

01.12.2017

ქვემო ქართლის საკრებულოს და მერიის პირველ პირებს ქალებმა ქალების პრობლემები გააცნეს. ამომრჩეველი ქალების პრობლემების გამოკვლევა „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის „ქალები […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ”-ახალქალაქი-ქალი და ჯანმრთელობა

11.12.2011

რატომ არ აქცევენ ქალები ახალქალაქში ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას და რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო, […]

“ინტერაქტივი”

04.06.2014

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ტელეკომპანია “ბორჯომთან”, ახალციხის “მეცხრე არხთან” და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას “ინტერაქტივი”

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ბორჯომი საბავშვო ბაღებში არსებული სიტუაცია და პრობლებები

10.01.2013

თოქ-შოუში მონაწილეობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენელი და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.