SJMC იწვევს აქტიურ მოქალაქეებს რეგიონიდან

26.10.2019

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, სათანამშრომლოდ იწვევს აქტიურ ადამიანებს რეგიონიდან. სამცხე-ჯავახეთის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 3 მონაწილე და ჩამოყალიბდება სამოქალაქო ჩართულობის საბჭო. მიმდინარე წლის ნოემბერში, ბორჯომში,  საბჭოს წევრებს ჩაუტარდებათ 2 დღიანი ტრენინგი შემდეგ თემებზე: საჭიროებების კვლევა, თემის მობილიზება და ადვოკატირება, თვითმმართველობის როლი და ჩართულობის მექანიზმები.

თუ ხართ აქტიური, მოტივირებული, გაქვთ ცვლილებების სურვილი და გსურთ გახდეთ ამ ცვლილებების ინიციატორი, არ ხართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და საჯარო მოხელე, მაშინ გადადით ბმულზე და შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, მიმდინარე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირებით ნომრებზე: 593 33 44 93;    593 69 31 62

 

რეგიონის სამოქალაქო საბჭოს წევრების შერჩევა და მათთვის ტრენინგების ჩატარება მოხდება პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება რეგიონში ცვლილებებისათვის“. პროექტს, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ახორციელებს ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ორგანიზაციის შესახებ: სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 17 წელია მუშაობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებია: მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების გაძლიერება და გააქტიურება და ადგილობრივი მედიის ფოკუსირება თემისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

Recent Posts

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს

08.12.2017

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს პროფესიების შერჩევაზე. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია […]

“ფორუმი” – ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებებში

10.08.2018

შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ

“ფორუმი” – ანდეზიტში

19.11.2018

ანდეზიტის დასახლებაში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 9 ნოემბერს გაიმართა. ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა […]

ქალები ქალებისათვის

06.02.2018

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ქალები ქალებისათვის”. სრულ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გადაეცანით მულტიმედიამასალაში. იხილეთ სრული სტატია ბმულზე   

მწვანე მოგზაურობა

21.01.2019

პროექტის ,,გაიცანი მეზობელის” ფარგლებში მონაწილეები სომხეთიდან, დიანა ნიკოლიანი და არმენ არშალუისიანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ და ფილმში საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. […]

აქცია-არა ძალადობას!

25.11.2016

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ბორჯომის გენდერულ კლუბთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

შეხვედრები ნინოწმინდის სოფლებში ქალების პრობლემების გამოსავლენად

06.11.2017

პროექტის ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო საბჭო მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ქალით დაკომპლექტდა. ნინოწმინდაში  შეხვედრებს საბჭოს 3 […]

“ფორუმი” – ტაძრისში

26.09.2018

შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 21 სექტემბერს გაიმართა. ტაძრისის ცენტრში არსებულ კლუბში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის […]