“ფორუმი” -რველში

23.07.2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში  “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” იმართება. პროექტი გულისხმობს დიალოგის ხელშეწყობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

რველში მცხოვრებლებს, ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და მერის წარმომადგენელი ყვიბისის თემში ზაზა კურტანიძე შეხვდნენ. მთავარი პრობლემა სოფელში სასმელი წყალია, დასახლების დიდ ნაწილს გაუფილტრავი სასმელი წყალი მიეწოდება.სასმელ წყალთან ერთად რველში, ცენტრალურ მაგისტრალზე სიჩქარის შემზღუდველების მონტაჟს ითხოვენ. ასევე რველის კულტურის სახლის ეზოში, ატრაქციონების დადგმა და პატარა სკვერის მოწყობა უნდათ. ახალგაზრდები კი საფეხბურთო მოედანს ითხოვენ.

დასახლებაში შიდა გზების დიდი ნაწილი მოასფალტებულია. იგეგმება სკოლის ეზოში არსებული
საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია.გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის”

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

 

Recent Posts

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს

08.12.2017

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს პროფესიების შერჩევაზე. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია […]

პროექტი “ერთად გენდერული თანასწორობისათვის“

20.02.2015

სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი აცხადებს კონკურს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ გენდერული კლუბის წევრები.

მერობის კანდიდატები მარნეულელი ქალების პრობლემებს გაეცნენ

11.10.2017

ქალების საჭიროებებზე მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები საუბრობენ. გადაცემა მომზადებულია პროექტის ”ქალები ქალებისათვის” ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის […]

“ფორუმი” – ბაკურიანში

29.08.2018

ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ამჯერად დაბა ბაკურიანში გაიმართა. 24 აგვისტოს ბაკურინში მცხოვრებლების კითხვებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უპასუხეს. შეხვედრები ბორჯომის […]

დაიწყე ცვლილება შენით

30.03.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”

“ინტერაქტივი”

04.06.2014

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ტელეკომპანია “ბორჯომთან”, ახალციხის “მეცხრე არხთან” და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას “ინტერაქტივი”