“ფორუმი” – ბეშეთში

01.07.2019

ბეშეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთი პატარა სოფელია. დასახლებამ სოფლის სტატუსი რამდენიმე წელია მოიპოვა. სოფელ კორტანეთიდან ბეშეთში ისე შედიხართ, მანიშნებელი აბრაც კი არ გხვდება.

სოფელში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლების მცხოვრებლების მთავარი პრობლემა გზაა, სოფლამდე მისასვლელიც და სოფლის შიდა გზებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო ხახმარების მანქანებს, სოფლამდე მისვლა უჭირთ. ტაქსები ამ სოფელში წასვლაზე უარს ხშირად ამბობენ.

სოფელში არსებული მთავარი გამოწვევების გასაცნობად, ბეშეთის მოსახლეობას ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყიფიანი შეხვდნენ.

შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“. იმის გამო , რომ ბეშეთში არცერთი საჯარო შენობა არ არის, შეხვედრა სოფლის შესასვლელში ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ბეშეთში მცხოვრებლაბმა გზასთან ერთად, სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრეს. სოფელში მოუწესრიგებელია ელექტრო სადენები, მოსაგვარებელია ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი. ამასთან ადგილობრივები სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

შეხვედრიდან მეორე დღეს, სოფელში კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებმა მუშაობა დაიწყეს და ახალი ელექტრო ბოძები დაამონტაჟეს.

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის”

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ სომხურ ენაზეც 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=T2YmF5pUPi8

Recent Posts

“ფორუმი” – ზანავში

13.07.2019

დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად სოფელ ზანავში გაიმართა. ზანავი ბორჯომის სოფელია 130-მდე კომლით. პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ბორჯომის […]

ფეხსაცმელი

05.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა   ევროკავშირის […]

ეკო-ბანაკი

03.02.2015

გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის სახელწოდებაა “იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში”

“ფორუმი” – დევნილების პრობლემები ბორჯომში

04.02.2019

პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ამჯერად ბორჯომში მცხოვრები დევნილების პრობლემები განვიხილეთ. ბორჯომში ჩასახლებული დევნილებისშეკითხვებს, დევნილთა საკითხების სამმართველოს უფროსმა ლევან სიგუამ […]

ავიამოდელები

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა.

ქალების პრობლემებს თვითმმართველობების პირველი პირები გაეცნენ

08.12.2017

სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საკრებულოს და მერიის პირველ პირებს ქალებმა ქალების პრობლემები გააცნეს. შეხვედრა ოთხი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაიმართა. […]

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს

08.12.2017

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს პროფესიების შერჩევაზე. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია […]

“ფორუმი” – ლარებში

03.06.2019

ალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი შეხვედრა სოფელ ლარებში გაიმართა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებში, ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ […]