პროექტის „მოხალისე მეხანძრეები – რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო

02.07.2019

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ‘’ნაკრესის“ და  ა.ო. “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის”პროექტის, სახელწოდებით „მოხალისე მეხანძრეები -რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო.პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები მოხალისეებისათვის შემდეგ თემებზე: ხანძრის დროს კრიზისული სიტუაციების მართვა და ხანძრების რისკის პრევენცია.გადამზადებული მოხალისეების 5 მობილური ჯგუფი სკოლების და საბავშო ბაღების მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.პროექტის მიზანია მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფის გაძლიერება, ისე, რომ მათ შეძლონ ხანძრების დროს კრიზისული სიტუაციების მართვა და თემის მობილიზება. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი პოლონეთში,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10 მოხალისე მეხანძრე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თემის ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს და მოხალისე მეხანძრეებისათვის აღჭურვილობის გადაცემას.

პროექტის მიზანია, პოლონური გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ასევე მოხალისე მეხანძრეთა გადამზადებული და აჭღურვილი ჯგუფის არსებობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.პროექტი ხორციელდება პოლონური დახმარების ფარგლებში,სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

“ფორუმი” – ჩითახევში

11.09.2018

ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა პირებმა ამ დასახლებაში მცხოვრებლებს მოუსმინეს, ჩითახევში არსებულ გამოწვევებზე […]

ქალები საქართველოს პარლამენტში

30.11.2016

გადაცემის სტუმრები: ეკა სხილაძე – სახალხო დამცველის მოადგილე; ნინო ბიბილეიშვილი – ა.ო. “სამართლიანი არჩევნები”-ს რეგიონული კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში; […]

“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”.