“ფორუმი” – მოლითში

18.06.2019

„ფორუმში“ ამჯერად ბორჯომის მაღალმთიანი სოფლის, მოლითის, მთავარი გამოწვევები განვიხილეთ.მოლითი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ე.წ ზედა ზონის სოფელია და ბორჯომიდან 70 კილომეტრით არის დაშორებული.

შეხვედრა მოლითის მოსახლეობასთან პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ გაიმართა.

პროექტი სოფლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და ამ საკითხების ირგვლივ ხალხის და ხელისუფლების მსჯელობას გულისხმობს, მედიის ჩართულობით, სატელევიზიო დისკუსიის ფორმატში.

50 კომლიან სოფელს პრობლემები ბევრი აქვს, მთავარი კი მაინც გზაა, რომლის მოწესრიგებასაც დასახლება წლებია ელის.

სოფელში სასმელი წყლის საკითხიც აქტუალურია, მიძველებული წყლის სისტემა დატვირთვას ვეღარ უძლებს, ხშირად ზიანდება მილები და სასმელი წყალი მოსახლეობამდე ვეღარ აღწევს.მოლითში ექთანი არ ჰყავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი და ელემენტარული სამედიცინო დახმარების მისაღებად ადგილობრივებმა კილომეტრებით დაშორებულ მეზობელ სოფლებში უნდა იარონ. დასახლებაში ადგილობრივი ექთნის დანიშვნას ითხოვენ.მოლითში მცხოვრებლების კითხვებს ტელეკომპანია „ბორჯომის“ სტუდიიდან , ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა.გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის”

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

Recent Posts

“ფორუმი” – ბორჯომის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

29.11.2018

ბორჯომში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით იზრდება. რაში დაიხარჯება თანხები 2019 წელს და […]

“ფორუმი” – ჭობისხევში

01.08.2018

პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჭობისხევის […]

“ფორუმი” კორტანეთში

07.05.2018

“ფორუმი” ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. კორტანეთში ჩაიწერა. შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის შედგა.

პროექტი „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“

19.02.2015

პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის მიერ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. პროექტის ძირითადი მიზანია სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში გენდერული […]

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისათვის

01.06.2016

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ (SJMC) პროექტის ფარგლებში „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე – „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები“.

საუკუნის მატარებელი

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ბორჯომი-ბაკურიანის მარშრუტით […]

ქალები ბორჯომის სოფლებში ქალების საჭიროებებს იკვლევენ

21.09.2017

ბუნებრივი აირი ის პრობლემაა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვაბისხევში მცხოვრებ ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ, სოფელი გაზიფიცირებული არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა […]