“ფორუმი” – ლარებში

03.06.2019

ალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი შეხვედრა სოფელ ლარებში გაიმართა.
შეხვედრები ბორჯომის სოფლებში, ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება. პროექტი ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობას გულისხმობს.

ლარები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველაზე პატარა სოფელია, სადაც სულ ექვსი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი პატარაა, მაგრამ გამოწვევები ბევრი აქვს. მთავარი სასმელი წყალია, რომელსაც დასალევედ ვერ იყენებენ.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებში არსებულ რიტუალების სახლებში ან სასოფლო კლუბებში იმართება. იმის გამო, რომ ლარებში მსგავსი შენობა არ არის, ბორჯომის მერის მოადგილე, დავით ზაალიშვილი ლარებში მცხოვრებ ექვს ოჯახს დასახლების ცენტრში, ღია ცის ქვეშ შეხვდა.

ადგილზე განიხილებს სოფელში არსებული მთავარი გამოწვევები. სასმელი წყლის პრობლემასთან ერთად, მოსახლეობას ხიდის საკითხიც აწუხებს, რომელიც დასახლებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა, ამბობენ რომ ხიდი დაზიანებულია და მასზე სასწრაფო დახმარების მანქანაც იშვიათად გადადის. ლარებში მცხოვრებლები ხიდის შეკეთებას და დასახლებაში სკვერის მოწყობას ითხოვენ.

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის”

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

Recent Posts

ქალების ხმა მარნეულიდან

13.11.2017

 ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებმა სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შეხვედრები  მარნეულშიც ჩაატარეს.  მუნიციპალიტეტში 6 შეხვედრა ჩატარდა, გამოიკვეთა ადგილობრივ თემებში მცხოვრები  ქალების საჭიროებები […]

ხუთი გრანტი გარემოსადცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის

17.09.2015

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა, ორგანიზაცია ნაკრესთან ერთად გარემოსადცვითი აქტივობების წახალისებისათვის კონკურსი გამოცხადა

ტრენინგი NewMedia ადმინისტრირებაში

28.03.2015

29 -31 მარტს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ვებ-გვერდის დიზაინსა და ადმინისტრირებაში. ტრენინგის განმავლობაში მედია ცენტრის თანამშრომლები ტრენერ კონსტანტინე […]

“ფორუმი” – ლარებში

03.06.2019

ალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი შეხვედრა სოფელ ლარებში გაიმართა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებში, ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ […]

“ფორუმი” -რველში

23.07.2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში  “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” იმართება. პროექტი […]

ავიამოდელები

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა.