“ფორუმი” – ტიმოთესუბანში

21.05.2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბანში გვქონდა შეხვედრა 16 მაისს. პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.
შეხვედრა სოფლის ცენტრში არსებულ რიტუალების სახლში შედგა. ადგილობრივების კითხვებს ბორჯომის მერის მოადგილეებმა ბუბა ბერიძემ, დავით ზაალიშვილმა და მერის წარმომადგენელმა წაღვერის თემში პაატა პაქსაშვილმა უპასუხეს.

ადგილობრივების მთავარი გამოწვევა მაღალმთიანი დასახლების სტატუსია, რომელიც სოფელმა ვერ მიიღო. სტატუსს ტიმოთესუბნელები წლებია ითხოვენ. ამბობენ, რომ უსამართლობის განცდა აქვთ. მათ თემში არსებული ყველა სოფელი ამ სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით უკვე სარგებლობს.ტიმოთესუბნელებს სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ, ამბობენ, რომ სოფელში სასმელი წყლის მილები რამდენიმე წლის წინ დამონტაჟდა და მიტოვებულია. ახლა სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ელიან. არ ჰყავთ ტრაქტორი, რაც დასახლებაში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას აფერხებს. ტექნიკის რიგში მდგომ მოსახლეობას მიწების მოხვნა უგვიანდება.

გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის”

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

 

Recent Posts

დაიწყე ცვლილება შენით

30.03.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”

“ფორუმი” – ტაძრისში

26.09.2018

შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 21 სექტემბერს გაიმართა. ტაძრისის ცენტრში არსებულ კლუბში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის […]

ქალები რეგიონიდან – ნანა გაბაიძე

29.11.2016

რა კავშირშია ერთმანეთთან პედაგოგობა, ფეხბურთის მწვრთნელობა, ქორეოგრაფია და სოფლის ვეტექიმობა, როგორ აერთიანებს ამ პროფესიებს ერთი ადამიანი – რუბრიკით „ქალები რეგიონიდან“  […]

“ფორუმი” – ქვაბისხევში

23.08.2018

ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებსბორჯომის მერის მოადგილემ და მერის წარმომადგენელმა უპასუხეს.

ქალები ირჩევენ

19.09.2012

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” ტელეკომპანიებთან “ახალციხის მეცხრე არხთან, ნინოწმინდის “ფარვანასთან”, ახალქალაქის “ატვ 12-თან“, მარნეულის “მარნეულთან” და ბორჯომის “ბორჯომთან” პარტნიორობით დაიწყო […]

ბედნიერი ღიმილი ყველა ბავშვს

19.09.2012

ბედნიერი ღიმილი ყველა ბავშვს-ამ სლოგანით მოაწყო აქცია “სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის” ახალგაზრდა ლიდერთა კლუბმა.

სახელოსნო

21.01.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ქართული ჯგუფის წევრებმა თომა მაღლაკელიძემ და თაკო თუმანიშვილმა სომეხ […]

ლაბირინთი თეატრი “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში”

03.06.2017

პროექტის „დაიწყე ცვლილება შენით“ ფარგლებში, რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. მათთვის ლაბირინთი თეატრი მოვაწყეთ, შევქმენით ხელოვნური სიტუაცია, რომელიც რეალობის მსგავსია. […]