ვიწვევთ ბორჯომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს

18.06.2019

ორგანიზაცია  ,,ნაკრესი“  ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით – პროექტისათვის ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადა – ფაზა  II” –  აცხადებს კონკურსს  ბორჯომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების  მასწავლებლებისათვის   პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტში ჩაერთვება   5 მასწავლებელი (2 საბავშვო ბაღებიდან და 3 სკოლებიდან). ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოხალისე მეხანძრეებისათვის გამართულ ტრენინგებში, რომლებიც ბორჯომში ჩატარდება  მიმდინარე წლის  26-27 ივლისს,  10-11 აგვისტოს და  23-24 აგვისტოს.

 

ტრენინგების შემდეგ  მასწავლებლები  მოხალისე მეხანძრეებთან ერთად გადანაწილედებიან მობილურ ჯგუფებში და ოქტომბერ – ნოემბერში ჩაატარებენ ტრენინგებს ბორჯომის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.  ერთი მობილური ჯგუფი ატარებს ერთ ტრენინგს 6 სკოლაში ან საბავშვო ბაღში.

 

პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია  წამახალისებელი ანაზღაურება.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

 

  • რეზიუმე ( CV )
  • სასურველი ანაზღაურება (ხელზე ასაღები ჰონორარი ერთი დღის განმავლობაში).  

 

აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე levantabunidze@gmail.com , ან marinakupatadze1@gmail.com და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ტრენერის ვაკანსია.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ივნისი.

 

პროექტი  ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადაფაზა  II”  რომლის მიზანია ბორჯომში ხანძრების რისკის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხორცილდება ორგანიზაცია ნაკრესისა  და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის  მიერ პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

“ფორუმი” – ლარებში

03.06.2019

ალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი შეხვედრა სოფელ ლარებში გაიმართა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებში, ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ […]

აწყურის ეკო-ბანაკში ტრენინგები დასრულდა

16.09.2014

გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის სახელწოდებაა “იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში” მომავალშიც გაგრძელდება

ვაკანსია ტრენერის პოზიციაზე

10.08.2015

,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ( SJMC)  პროექტისათვის ,,ერთად გენდერული თანასწორობისათვის“  აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საკრებულოების წევრი ქალებისათვის […]

“თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” – SJMC- ს ახალი პროექტი

13.03.2018

ა.ო.” სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი” ახალ პროექტს იწყებს. „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისთვის“-ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც არის ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწვეტილების […]

გადაცემა “პრეს-კაფე”- ბულინგი

05.07.2018

გადაცემის თემა „ბულინგია“, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მიუხედავად ასაკისა, ერთნაირად აწუხებს, თუმცა მასზე თითქმის არავინ საუბრობს.

გიწვევთ სამუშაოდ

18.06.2019

ორგანიზაცია  ,,ნაკრესი“  ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით – პროექტისათვის ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადა – ფაზა  II” –  აცხადებს კონკურსს  ტრენერების […]

ქალები რეგიონიდან – ნანა გაბაიძე

29.11.2016

რა კავშირშია ერთმანეთთან პედაგოგობა, ფეხბურთის მწვრთნელობა, ქორეოგრაფია და სოფლის ვეტექიმობა, როგორ აერთიანებს ამ პროფესიებს ერთი ადამიანი – რუბრიკით „ქალები რეგიონიდან“  […]