გიწვევთ სამუშაოდ

18.06.2019

ორგანიზაცია  ,,ნაკრესი“  ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით – პროექტისათვის ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადა – ფაზა  II” –  აცხადებს კონკურსს  ტრენერების შესარჩევად.

 

ტრენერებმა  პოლონელ ექსპერტთან თანამშრომლობით უნდა ჩაატარონ ერთდღიანი ტრენინგი   მოხალისე მეხანძრეებისათვის  შემდეგ თემებზე:

 

  1. სახანძრო უსაფრთხოება და კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება.

 

სასურველია ტრენერი იყოს მეხანძრე, რომელსაც აქვს სახანძრო-სამაშველო  სამსახურში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 26- 27 ივლისს.

 

  1. საბავშვო ბაღებსა და  სკოლებში  სახანძრო უსაფრთხოებისა და კრიზისულ  სიტუაციებში რეაგირების    სატრენინგო მოდულის შემუშავება.  

 

სასურველია ტრენერი იყოს ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს საბავშვო ბაღში ან სკოლაში  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 23-24 აგვისტოს.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

 

  • რეზიუმე ( CV )
  • სასურველი ანაზღაურება (ხელზე ასაღები ჰონორარი ერთი დღის განმავლობაში).  

 

აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე levan.tabunidze@nacres.org , ან marinakupatadze1@gmail.com და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ტრენერის ვაკანსია.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ივნისი.

 

პროექტი  ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადაფაზა  II”  რომლის მიზანია ბორჯომში ხანძრების რისკის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხორცილდება ორგანიზაცია ნაკრესისა  და სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის  მიერ პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

ქალები ირჩევენ

19.09.2012

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” ტელეკომპანიებთან “ახალციხის მეცხრე არხთან, ნინოწმინდის “ფარვანასთან”, ახალქალაქის “ატვ 12-თან“, მარნეულის “მარნეულთან” და ბორჯომის “ბორჯომთან” პარტნიორობით დაიწყო […]

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს

08.12.2017

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს პროფესიების შერჩევაზე. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია […]

ქალები ბორჯომის სოფლებში ქალების საჭიროებებს იკვლევენ

21.09.2017

ბუნებრივი აირი ის პრობლემაა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვაბისხევში მცხოვრებ ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ, სოფელი გაზიფიცირებული არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა […]

თეატრი

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა.

ვაკანსია ტრენერის პოზიციაზე

10.08.2015

,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ ( SJMC)  პროექტისათვის ,,ერთად გენდერული თანასწორობისათვის“  აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის საკრებულოების წევრი ქალებისათვის […]

ეთნიკური უმცირესობების პრობლემები ახალციხეში – გადაცემა ,,ქალები ირჩევენ”-ახალციხე

02.05.2013

არის თუ არა დაძლეული ენობრივი ბარიერი ეთნიკური სიჭრელით გამორჩეულ რეგიონში.  რა პრობლემები აქვთ ამ მიმართულებით ახალციხეში მცხოვრებ ქალბატონებს და უშლის თუ არა ხელს მათ დასაქმებას ქართული ენის არ ცოდნა. […]