ქართული ცეკვა

21.01.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა  ჩვენი პროექტის მონაწილეებმა საქართველოდან, სალომე სანდროშვილმა და ფრიდონ რიბაკონმა, სომხეთიდან კი გორ ღაზარიანმა და თათევიკ აკოპიანმა ახალციხეში მინი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ფილმი გაგაცნობთ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლს ”ლომსიას”, რომელიც სამი ათეული წლის წინ დაარსდა ახალციხეში და დღემდე აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. “სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოცეკვავეებისგან დაკომპლექტებული გუნდის პროგრამა მრავალფეროვანია და მათ შორის, ისეთ ცეკვებს აერთიანებს, როგორებიცაა ქართული, სვანური, აჭარული, კინტაური, ცდო, ხორუმი და ა.შ., პროგრამა ანსამბლის დამაარსებლების, სამსონ და ლია მენაბდიშვილებისა და მთავარი ქორეოგრაფების, ქრისტი მენაბდიშვილისა და შაკო ჭოჭუას ინდივიდუალური ხედვებისა და ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციული ელემენტების სინთეზით იქმნება” -გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სალომე სანდროშვილი. ”ლომსია” წარმატებულია საერთაშორისო ასპარეზზეც, აქტიურად იღებს მონაწილეობას მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსში. ხელს უწყობს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციას. ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით. ფილმის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” და ,,ქალაქის კვლევითი ცენტრი“ და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას.

ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ინგლისური სუბტიტრებითაც

Recent Posts

“გაიცანი მეზობელი” – კონკურსი ახალგაზრდებისთვის

05.01.2018

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, პროექტის “გაიცანი მეზობელი“ფარგლებში აცხადებს კონკურსს 18 –დან 26 წლამდე ახალგაზრდებისათვის, ვისაც უყვარს ფილმების გადაღება,  მოსწონს ოპერატორობა ან […]

“ფორუმი” – ბორჯომის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

29.11.2018

ბორჯომში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით იზრდება. რაში დაიხარჯება თანხები 2019 წელს და […]

ბორჯომის მემატიანე

21.01.2019

ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა   ევროკავშირის მხარდაჭერით. ფილმის შინაარსზე მთლიანად  პასუხისმგებელია ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” და  ,,ქალაქის კვლევითი […]

10 ივნისს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

10.06.2015

10 ივნისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი  მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში […]