კომფორტის ზონა” – ტრენინგების ციკლი ბორჯომში

19.12.2018

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა”, პროექტის „კომფორტის ზონა“ ფარგლებში, ტრენინგების ციკლი ჩაატარა. ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ, პროექტის სამიზნე სკოლებიდან მოსწავლეები და პედაგოგები,ტრენინგზე წარმოდგენილები იყვნენ ბენეფიციარები როგორც ბორჯომიდან ,ასევე ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან.

ტრენინგების ციკლი, შემდეგ თემებს მოიცავდა: ლიდერობა და გუნდური მუშაობა; ეფექტური პრეზენტაციის უნარები; ბულინგი და ბავშვთა უფლებები; პიროვნული განვითარება; გენდერული სტერეოტიპები და ძალადობა; ასევე ადვოკატირების კამპანია და პრობლემის კვლევის მეთოდები.ტრენინგების ციკლზე, თეორიული მასალის პარალელურად შესრულდა მრავალფეროვანი პრაქტიკული სავარჯიშოები,რამაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა ცოდნა პრაქტიკული აქტივობებით გაემყარებინათ.

ტრენინგების ციკლის, ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პოლიციის მაიორ დავით ნოზაძესთან,შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,შსს-ს წარმომადგენელმა მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

პროექტს ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” ამერიკის საელჩოსა და PH International-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Recent Posts

შეხვედრები ნინოწმინდის სოფლებში ქალების პრობლემების გამოსავლენად

06.11.2017

პროექტის ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო საბჭო მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ქალით დაკომპლექტდა. ნინოწმინდაში  შეხვედრებს საბჭოს 3 […]

SJMC-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე სოფლების გაზიფიცირების საკითხი დააყენეს

28.05.2019

დაახლოებით 10 სოფლის გაზიფიცირება იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს. ეს პრობლემა სხვადასხვა […]

ქალები ქალებისათვის

06.02.2018

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ქალები ქალებისათვის”. სრულ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გადაეცანით მულტიმედიამასალაში. იხილეთ სრული სტატია ბმულზე   

“მედია წიგნიერება”- სამცხე-ჯავახეთის მედია -ცენტრი ახალგაზრდებს იწვევს

02.08.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია -ცენტრი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, ,,შენ შეგიძლია შეცვალო”. რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები შეისწავლიან მედია წიგნიერებას. თუ ხართ […]

მესხური ტენილი

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ფილმი მესხური ტენილი ყველის შესახებ მოგვითხრობს. ტრადიციული მესხური ძალზე ცხიმიანი ყველი, რომელიც […]

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს

08.12.2017

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს პროფესიების შერჩევაზე. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია […]

მწვანე მოგზაურობა

21.01.2019

პროექტის ,,გაიცანი მეზობელის” ფარგლებში მონაწილეები სომხეთიდან, დიანა ნიკოლიანი და არმენ არშალუისიანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ და ფილმში საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ახალციხე ქალების პრობლემები

10.01.2013

გადაცემის მთავარი სტუმრები იყვნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და ა/ო ”დემოკრატ ქალთა საზოგადოების” ხელმძღვანელი.