“ფორუმი” – ანდეზიტში

19.11.2018

ანდეზიტის დასახლებაში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 9 ნოემბერს გაიმართა. ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ უპასუხა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება. შეხვედრები მიზნად ისახავს თემში არსებული მთავარი გამოწვევების განხილვას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას.

მთავარი განსახილველი საკითხი სასმელი წყლის მოუგვარებელი პრობლემა იყო. სოფელში სასმელი წყლის პრობლემა დაახლოებით ოთხი ათეული წელია აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უამინდობის დროს ადგილობრივები ონკანიდან წამოსულ უხარისხო წყალს სასმელად ვერ იყენებენ.

დასახლებაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების საკითხი ერთ-ერთი აქტუალურია. მცირემიწიან სოფელში ადგილობრივები იმ ნაკვეთებსაც ვერ იკანონებენ რასაც ათეულობით წლებია ამუშავებენ
სოფელს სადაც 110 ოჯახი ცხოვრობს არ აქვს საბავშვო ბაღი, ბავშვების ტარება მათ ბაკურიანის ბაღში უწევთ. ნაწილი კი ამასაც ვერ ახერხებს და პატარები სკოლამდელი განათლების გარეშე რჩებიან.

მთავარი პრობლემა რაც სოფელს წლებია აწუხებდა უკვე მოგვარების პროცესშია. დასახლებამდე მისასვლელი გზის დიდი მონაკვეთი მოსაფალტების პროცესშია. ანდეზიტამდე მისასვლელი გზა სოფლის მთავარი გამოწვევა იყო წლების განმავლობაში

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

Recent Posts

დაიწყე ცვლილება შენით

30.03.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”

ქალების პრობლემებს თვითმმართველობების პირველი პირები გაეცნენ

08.12.2017

სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საკრებულოს და მერიის პირველ პირებს ქალებმა ქალების პრობლემები გააცნეს. შეხვედრა ოთხი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაიმართა. […]

“ფორუმი” – ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებებში

10.08.2018

შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ

ამერიკის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილეები ბორჯომის ჩართულობის ცენტრში

10.10.2016

ჩართულობის ცენტრს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრნენ.