გსურთ გახდეთ მოხალისე და ერთად ვებროძოლოთ ტყის ხანძრებს?

31.10.2018

გიწვევთ ყველას 18 წლიდან ზემოთ მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობისათვის  – ტყის ხანძრების პრევენცია ბორჯომში.

თქვენ გაივლით პროფესიონალი ტრენერების ტრენინგების კურს, შეისწავლით ხანძრის პრევენციის მეთოდებს,  მიიღებთ სერთიფიკატს და სამახსოვრო საჩუქრებს, შესაძლებლობა გექნებათ გახდეთ  ‘’ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფის“  წევრი და ჩაერთოთ სოციალურ აქტივობებში.

,,ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფი’’  იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში და აღიარებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ჩვენს ქალაქში.

ჩვენ ყველა ერთად აღვკვეთავთ ტყის ხანძრებს ბორჯომში.

ჩამოტვირთეთ თანდართული აპლიკაცია და გადმოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე :  infomediacentri@gmail.com  ან დაგვიკავშირდით:  ბორჯომი, ფიროსმანის ქ. N 5.  ტელ: 22-30-41

პროექტი ხორციელდება სახეობათა კონსერვაციის ცენტრის ,,ნაკრესის“ და სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის მიერ, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით Polish Aid-ის ფარგლებში.

სააპლიკაციო ფორმა მოხალისეებისათვის

 

Recent Posts

თეატრი

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა.

სახელოსნო

21.01.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ქართული ჯგუფის წევრებმა თომა მაღლაკელიძემ და თაკო თუმანიშვილმა სომეხ […]

ქალზე ძალადობა დანაშაულია- საპროტესტო აქცია ბორჯომში

26.11.2014

25 ნოემბერს ბორჯომში, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის მოედანზე გამართულ აქციაზე ქალზე ძალადობა ერთად დაგმეს ბორჯომის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, უფროსკლასელებმა, საზოგადოების […]

ამერიკის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილეები ბორჯომის ჩართულობის ცენტრში

10.10.2016

ჩართულობის ცენტრს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრნენ.

“ფორუმი” – ყვიბისში

19.10.2018

სოფელ ყვიბისში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 12 ოქტომბერს გაიმართა. სოფლის ცენტრში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ და თემის რწმუნებულმაუპასუხეს. […]

ტკბილი მემკვიდრეობა

21.01.2019

ფილმში მოთხრობილია ტრადიციული ქართული მეფუტკრეობის შესახებ, ფუტკრისა და თაფლის კულტურის სიძველეზე. ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა   ევროკავშირის მხარდაჭერით. […]

ტრენინგი NewMedia ადმინისტრირებაში

28.03.2015

29 -31 მარტს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ვებ-გვერდის დიზაინსა და ადმინისტრირებაში. ტრენინგის განმავლობაში მედია ცენტრის თანამშრომლები ტრენერ კონსტანტინე […]