“ფორუმი” – ყვიბისში

19.10.2018

სოფელ ყვიბისში ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი 12 ოქტომბერს გაიმართა. სოფლის ცენტრში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერის მოადგილემ და თემის რწმუნებულმაუპასუხეს.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება. შეხვედრები მიზნად ისახავს თემში არსებული მთავარი გამოწვევების განხილვას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას.
დიალოგი კითხვა პასუხის რეჟიმში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა

მთავარი განსახილველი საკითხი სასმელი წყლის მოუგვარებელი პრობლემა იყო. ამ გამოწვევის წინაშე სოფელი უკვე წლებია დგას. ადგილობრივების ონკანებში უამინდობასთან ერთად სასმელი წყლის ფერი და ხარისხი იცვლება. სასმელად უვარგისი წყალს ადგილობრივები წყაროებიდან მოტანილი წყლით ანაცვლებენ.

სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა, მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგა, რადგან ახლა მოძველებული და ამორტიზებული მილებია შესაცვლელი.პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

Recent Posts

გადაცემა “პრეს-კაფე”- ბულინგი

05.07.2018

გადაცემის თემა „ბულინგია“, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მიუხედავად ასაკისა, ერთნაირად აწუხებს, თუმცა მასზე თითქმის არავინ საუბრობს.

,,ფორუმი” – ახალდაბაში

05.10.2018

დაბა ახალდაბაში ადგილობრივების და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა. ახალდაბელების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიუყურადღებობაში დაადანაშაულა. დაბის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ […]

“ფორუმი” – ჭობისხევში

01.08.2018

პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჭობისხევის […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ბორჯომი საბავშვო ბაღებში არსებული სიტუაცია და პრობლებები

10.01.2013

თოქ-შოუში მონაწილეობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენელი და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” მარნეული ადგილობრივი ბიუჟეტი საბავშვო ბაღებისათვის

11.01.2013

გადაცემაში მონაწილეობდნენ მშობლები, სამოქალაქო მოძრაობა ”ადგილობრივი ბიუჯეტი საბავშვო ბაღებისთვის” წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის პედაგოგები.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს ესტუმრა

02.10.2017

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს” დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა. ტიფანი სედლერი SJMC-ის გუნდს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. […]