“ფორუმი” – ბალანთაში

10.10.2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის 4 ოქტომბერს შედგა. ბალანთა ბორჯომიდან 70 კილომეტრით დაშორებული მაღალმთიანი ზონის სოფელია. ე. წ ზედა ზონის ოთხ სოფელს შორის ბალანთა ერთადერთია სადაც ქართველები ცხოვრობენ, დანარჩენი 3 სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.
ბალანთის კლუბში შეკრებილი ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა უპასუხეს.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” ფარგლებში იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.

ბალანთაში მთავარი პრობლემა სოფლის შიდა გზებია. აქ მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა.სოფელში, სადაც 35 ოჯახი ცხოვრობს არა აქვთ სასმელი წყალი, დასახლების ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება, ნაწილი კი ონკანში წამოსულ უხარისხო წყალს სასმელად ვერ იყენებს.
ბალანთაში, სადაც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, მკაცრი ზამთრის პირობებში გზა იკეტება და სოფელი გარესამყაროს წყდება არ ჰყავთ ექიმი. უგზოობის გამო კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დანიშნულებიოს ადგილამდე დაგვიანებით მიდის.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

Recent Posts

ხუთი გრანტი გარემოსადცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის

17.09.2015

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა, ორგანიზაცია ნაკრესთან ერთად გარემოსადცვითი აქტივობების წახალისებისათვის კონკურსი გამოცხადა

“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს ესტუმრა

02.10.2017

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს” დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა. ტიფანი სედლერი SJMC-ის გუნდს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. […]

“თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” – SJMC- ს ახალი პროექტი

13.03.2018

ა.ო.” სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი” ახალ პროექტს იწყებს. „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისთვის“-ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც არის ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწვეტილების […]

ბორჯომის მერობის კანდიდატები ქალების საჭიროებებს გაეცნენ

17.10.2017

ქალებმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან, ყველაზე მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პრობლემებზე ისაუბრეს. ბორჯომის მერობის კანდიდატები, სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებს გაეცნენ და კონკრეტული […]

10 ივნისს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

10.06.2015

10 ივნისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი  მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში […]