,,ფორუმი” – ახალდაბაში

05.10.2018

დაბა ახალდაბაში ადგილობრივების და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა. ახალდაბელების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიუყურადღებობაში დაადანაშაულა. დაბის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ბორჯომის თვითმმართველობასთან მსგავსი შეხვედრა არჩევნების შემდეგ არ ჰქონიათ და არც ხელისუფლების პირველ პირებს იცნობდნენ.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” ფარგლებში იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.

ბორჯომის ერთ-ერთ ყველაზე დიდი დაბაში სასმელი წყლის პრობლემა აქვთ, ადგილობრივები უხარისხო და სასმელად უვარგის წყალს უჩივიან. ისინი ონკანებიდან წამოსულ წყალს დასალევად ვერ იყენებენ. ეს მაშინ როდესაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ სოფლის შიდა ქსელმა, რომელიც არ შეცვლილა და მოძველებულია ვერ გაუძლო დიდი წნევით წამოსულ წყალს და რამდენიმე ადგილზე გასკდა.

სოფლის კლუბში შეკრებილმა დაბის მცხოვრებლებმაც მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა მოთხოვეს.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

Recent Posts

“ფორუმი” – ტაბაწყურში

26.07.2018

მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა. ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია და ზღვის დონიდან 2000 […]

ქალები ირჩევენ

19.09.2012

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი” ტელეკომპანიებთან “ახალციხის მეცხრე არხთან, ნინოწმინდის “ფარვანასთან”, ახალქალაქის “ატვ 12-თან“, მარნეულის “მარნეულთან” და ბორჯომის “ბორჯომთან” პარტნიორობით დაიწყო […]

მუსლიმი მესხების რეპატრიაცია გადაცემა ინტერაქტივში

04.09.2014

მუსლიმი მესხების რეპატრიირების პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. სტუდიაშია ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

კონკურსი მენტორების შესარჩევად

26.05.2016

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC), პროექტის “ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში აცხადებს კონკურსს მენტორების შესარჩევად. პროექტი მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი […]