“ფორუმი” – ჩითახევში

11.09.2018

ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჩითახევის დასახლებაში გაიმართა. ბორჯომის თვითმმართველობის პირველმა პირებმა ამ დასახლებაში მცხოვრებლებს მოუსმინეს, ჩითახევში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს, რაც პირველ ეტაპზეა სოფელში მოსაგვარებელი.

შეხვედრა სოფლის ცენტრში არსებულ ბიბლიოთეკაში 31 აგვისტოს შედგა. შეხვედრები ბორჯომის სოფლებსა და დაბებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება.სოფელში მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც ადგილობრივებს პერიოდულად არ მიეწოდება და ხშირად სასმელი წყლის ლოდინი ჩითახევში მთელი კვირის განმავლობაში უწევთ. განსაკუთრებით ზარალდება სოფლის ე.წ ზედა ნაწილი, სადაც წყალი კიდევ უფრო იშვიათად ადის და სასმელი წყლის მოტანა ადგილობრივებს წყაროებდან უწევთ.დასახლებაში სასმელ წყალთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ, ჩითახევის ცენტრალური ნაწილის გარდა არცერთი უბნის გზა მოსაფალტებული არ არის, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის, სოფელში არ არის ბუნებრივი აირიც. აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და დასახლების სტუმრებისთვის საფეხბურთო მოედანი.

გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ სომხურ ენაზეც

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით

Recent Posts

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს ესტუმრა

02.10.2017

ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს” დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესტუმრა. ტიფანი სედლერი SJMC-ის გუნდს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. […]

მწვანე მოგზაურობა

21.01.2019

პროექტის ,,გაიცანი მეზობელის” ფარგლებში მონაწილეები სომხეთიდან, დიანა ნიკოლიანი და არმენ არშალუისიანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ და ფილმში საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. […]

“თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” – პირველი ეტაპის შეჯამება

17.01.2019

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” პირველი ეტაპი, პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა შეაჯამეს. ბორჯომის სოფლებში განხორციელებული შეხვედრები და […]

მუსლიმი მესხების რეპატრიაცია გადაცემა ინტერაქტივში

04.09.2014

მუსლიმი მესხების რეპატრიირების პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. სტუდიაშია ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

“ფორუმი” – ქვაბისხევში

23.08.2018

ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებსბორჯომის მერის მოადგილემ და მერის წარმომადგენელმა უპასუხეს.