“ფორუმი” – ქვაბისხევში

23.08.2018

ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებსბორჯომის მერის მოადგილემ და მერის წარმომადგენელმა უპასუხეს.

შეხვედრისთვის სოფლის ცენტრში არსებული კლუბის შენობა შევარჩიეთ. ქვაბისხევში მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში სოფელში დაგროვილ პრობლემებზე ისაუბრეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხები მოითხოვეს.სოფელი თანხმდება, რომ მათთვის მთავარი პრობლემა მაღალმთიანი დასახლების სტატუსია, რომელიც სოფელმა ვერ მიიღო. აქ მცხოვრები 120 ოჯახი ამბობს, რომ მიგრაციის მაჩვენებელი იზრდება და სოფელი თანდათან დაიცლება.

ქვაბისხევში არ აქვთ ბუნებრივი აირი, გაზიფიცირებას სოფელი წლებია ითხოვს. პრობლემას ართულებს ის ფაქტიც, რომ დასახლება ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ქვაბისხევში საშეშე მერქნის პრობლემა აქვთ, რაც ისეც მკაცრ ზამთარს ადგილობრივებისთვის უფრო ამკაცრებს.ფაქტობრივად ავარიულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვაბისხევის კლუბი, სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი და მოსწავლლეებისთვის ცეკვის გაკვეთილებიც აქ ტარდება.
ახალგაზრდებისთვის არ არის საფეხბურთო მოედანი და სკვერი.

გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ  სომხურ ენაზეც პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

 

Recent Posts

მჭედელი

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა.

,,ფორუმი” – ახალდაბაში

05.10.2018

დაბა ახალდაბაში ადგილობრივების და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 28 სექტემბერს შედგა. ახალდაბელების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიუყურადღებობაში დაადანაშაულა. დაბის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” -ქალები პოლიტიკური პროცესების მიღმა (მარნეული)

01.03.2013

ქალების პოლიტიკური მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან თანამდებობებს ძირითადად მამაკაცები იკავებენ დაგადაწყვეტილებების მიღებაც მათ ევალებათ. რატომ არ ერთვებიან ქალბატონები და სად არის მათი როლი პოლიტიკური პროცესების დროს, გადაცემის თემას […]

„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ – SJMC-ის პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში

01.02.2017

“ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის” – “სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა” (SJMC) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია თბილისში გამართა.

თანატოლგანმანათლებლები- თანატოლთა უფლებებისათვის

20.11.2017

SJMC ახალ პროექტს იწყებს! თანატოლგანმანათლებლები- თანატოლთა უფლებებისათვის   ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC)  ახალ პროექტს იწყებს, სახელწოდებით თანატოლგანამანათლებლები – თანატოლთა […]