“ფორუმი” – ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებებში

10.08.2018

შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ
შეხვედრა შედგა პროექტის, „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ ფარგლებში.
ორი დასახლების მცხოვრებლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ.შეხვედრის პირველი ნაწილი, ბორჯომში არსებული, დაზიანებული ე.წ „სილამაზის ხიდის“ მოუგვარებელი პრობლემის განხილვას დაეთმო. 2015 წელს რეაბილიტირებული ხიდი, ძალიან მალე დაზიანდა და მას შემდეგ მუდმივად შეკეთებას საჭიროებს.ახალშენში მცხოვრებლებს სანიაღვრე არხების საკითხი აწუხებთ, წვიმის დროს იტბორება საცხოვრებელი სახლების სარდაფები, ეზოები და სადარბაზოები.ვაშლოვანის დასახლებაში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი, აქ მცხოვრებლებს ორჯერ მეტის გადახდა უწევთ კერძო ტრანსპორტში, მუდმივად ზიანდება სასმელი წყლის სისტემა, ახალგაზრდები საფეხბურთო მოედანს და სკვერს ითხოვენ.გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ სომხურ ენაზეცპროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

Recent Posts

პროექტი “ერთად გენდერული თანასწორობისათვის“

20.02.2015

სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი აცხადებს კონკურს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ გენდერული კლუბის წევრები.

“თანასწორობა ოჯახიდან იწყება” – სოციალური კლიპი

12.06.2018

სოციალური კლიპი მომზადებულია ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” მიერ, პროექტის ფარგლებში “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის”.

დევიდ მაკი ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრს ესტუმრა

19.10.2017

ცნობილმა ილუსტრატორმა დევიდ მაკმა დღეს ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მასტერკლასი გამართა ,რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.დევიდ მაკმა ხატვის ლაივ დემონსტრაცია […]

მერობის კანდიდატები მარნეულელი ქალების პრობლემებს გაეცნენ

11.10.2017

ქალების საჭიროებებზე მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები საუბრობენ. გადაცემა მომზადებულია პროექტის ”ქალები ქალებისათვის” ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის […]

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი მოხალისეების შერჩევას იწყებს

16.05.2015

SJMC იწყებს მოხალისეთა შერჩევას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალი პროგრამის „საქარველოს მოხალისე“-ს ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” მარნეული ადგილობრივი ბიუჟეტი საბავშვო ბაღებისათვის

11.01.2013

გადაცემაში მონაწილეობდნენ მშობლები, სამოქალაქო მოძრაობა ”ადგილობრივი ბიუჯეტი საბავშვო ბაღებისთვის” წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის პედაგოგები.

“ფორუმი” – ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებებში

10.08.2018

შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ