“ფორუმი” – ჭობისხევში

01.08.2018

პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
ჭობისხევის კლუბში ადგილობრივებმა, ბორჯომის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

პირველი საკითხი, რაზეც ჭობისხევში მცხოვრებლებმა ყურადღება გაამახვილეს, სოფელში გზების მოასფალტების შეწყვეტილი სამუშაოები იყო. მიმდინარე ზაფხულში, დასახლებაში შიდა გზების მოასფალტება დაიწყო, მალე კი სამუშაოები შეჩერდა, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობამ გზასთან ერთად საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა მოინდომა. მშენებელმა კომპანიამ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები დროებით შეაჩერა. გზის მოასფალტება უახლოეს მომავალში გაგრძელდება, აქ უკვე მოსახლეობის მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული.

სოფელში სასმელი წყალი ყველა ოჯახისთვის პრობლემაა, მცირე დებეტი და უხარისხო წყალი დასახლებაში ყველას აწუხებს. პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება. პრობლემის სათავე კი წყლის სისტემის სათავე-ნაგებობიდან იწყება.ჭობისხევში არ დადის მუნიციპალური ავტობუსი, რაც ადგილობრივებისთვის კერძო ტრანსპორტით გაძვირებულ მგზავრობას ნიშნავს. დასახლებაში ნაგვის ურნებს ითხოვენ.

შეხვედრას ჭობისხევში მცხოვრები ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა სოფელში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობაა.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.,,ფორუმი”ჭობისხევში შეგიძლიათ ნახოთ სომხურ ენაზეც 

Recent Posts

ქალების ხმა მარნეულიდან

13.11.2017

 ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებმა სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შეხვედრები  მარნეულშიც ჩაატარეს.  მუნიციპალიტეტში 6 შეხვედრა ჩატარდა, გამოიკვეთა ადგილობრივ თემებში მცხოვრები  ქალების საჭიროებები […]

“ფორუმი” – ტაძრისში

26.09.2018

შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში 21 სექტემბერს გაიმართა. ტაძრისის ცენტრში არსებულ კლუბში ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის […]

“ფორუმი” მზეთამზეში

29.06.2018

„ფორუმმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ადგილობრივების განსაკუთრებული ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

ეკო-ბანაკი

03.02.2015

გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის სახელწოდებაა “იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში”

ქალების პრობლემებს თვითმმართველობების პირველი პირები გაეცნენ

08.12.2017

სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საკრებულოს და მერიის პირველ პირებს ქალებმა ქალების პრობლემები გააცნეს. შეხვედრა ოთხი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაიმართა. […]

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისათვის

01.06.2016

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ (SJMC) პროექტის ფარგლებში „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე – „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები“.

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი მოხალისეების შერჩევას იწყებს

16.05.2015

SJMC იწყებს მოხალისეთა შერჩევას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალი პროგრამის „საქარველოს მოხალისე“-ს ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, […]

ფეხსაცმელი

05.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა   ევროკავშირის […]