“ფორუმი” – ტაბაწყურში

26.07.2018

მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა.
ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ტაბაწყურის ტბის სანაპიროზეა გაშენებული და ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.
ტაბაწყურში ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილე შეხვდნენ და იქ მცხოვრებთა პრობლემები მოისმინეს.

შეხვედრას ტაბაწყურში მცხოვრები ქალები არ ესწრებოდნენ, მთავარ პრობლემებზე აქ კაცებმა ისაუბრეს. პრობლემები კი დასახლებას ბევრი აქვს.

მთავარი საკითხი, რის მოგვარებასაც ადგილობრივები ითხოვენ სოფლამდე მისასვლელი და დასახლების შიდა გზებია. გადაადგილება აქ მსუბუქი ავტომანქანით რთულია. გზა ბორჯომიდან ტაბაწყურამდე შემოდგომიდან გაზაფხულამდე ჩაკეტილია, დიდთოვლობის გამო აქ მცხოვრებლები ახალქალაქიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი ბავშვია მათთვის არანაირი გასართობი ინფრასტრუქტურა არ არის, სკოლის მიმდებარედ არსებული საფეხბურთო მოედანი, რომელიც არც შემოსაზღვრულია და არც მოწესრიგებული, ტაბაწყურელი ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილია.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

,,ფორუმი” ტაბაწყურში შეგიძლიათ იხილოთ სომხურ ენაზეც 

Recent Posts

შეხვედრები ნინოწმინდის სოფლებში ქალების პრობლემების გამოსავლენად

06.11.2017

პროექტის ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო საბჭო მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ქალით დაკომპლექტდა. ნინოწმინდაში  შეხვედრებს საბჭოს 3 […]

“ფორუმი” – ჭობისხევში

01.08.2018

პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჭობისხევის […]

მოხალისეთა შერჩევა დაიწყო!

25.03.2015

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით აცხადებს […]

“თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” – პირველი ეტაპის შეჯამება

17.01.2019

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის “თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” პირველი ეტაპი, პროექტის განხორციელებაში ჩართულმა მხარეებმა შეაჯამეს. ბორჯომის სოფლებში განხორციელებული შეხვედრები და […]

მეფაიტონე

05.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა. ფილმი მომზადებულია პროექტის ფარგლებში ,,გაიცანი მეზობელი“, რომელიც განხორციელდა   ევროკავშირის […]