პროექტი “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის” დასრულდა

20.07.2018

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პროექტის მართვის გუნდმა, ბენეფიციარებთან ერთად პროექტის შედეგები განიხილა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახა. ისაუბრეს გამოწვევებსა და განხორციელებულ აქტივობებზე.სამიზნე სკოლების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა მადლიერების სიგელები გადასცა და პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

პროექტის მიზანი,ბორჯომსა და ნინოწმინდაში ადგილობრივი თემის, მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ბავშვთა უფლებების ადვოკატირება იყო. ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინფორმირებულობის გაზრდა ბავშვთა უფლებებისა და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ.ასევე ლაბირინთი თეატრის და არაფორმალური განათლების სხვა ინოვაციური მეთოდებით საჯარო სკოლების უფროსკლასელთა ინფორმირებულობის გაზრდა ბავშვთა უფლებების, ადრეული ქორწინების, ბულინგის, და სხვა გამოწვევების შესახებ. პროექტის ამოცანა იყო, მულტიმედია კომპონენტის გამოყენებით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის ბავშვთა უფლებების შესახებ ღია სივრცეში დიალოგის წახალისება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები,მოეწყო შეხვედრები,შეიქმნა გადაცემები და ჩაიწერა სოციალური კლიპი,ასევე მოეწყო თემატური ლაბირინთი თეატრები,დისკუსიები და ფილმების საჯარო ჩვენებები.

პროექტი ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ამერიკის საელჩოსა და PH–International -ის მხარდაჭერით განახორციელა.

Recent Posts

“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”.

გსურთ გახდეთ მოხალისე და ერთად ვებროძოლოთ ტყის ხანძრებს?

31.10.2018

გიწვევთ ყველას 18 წლიდან ზემოთ მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობისათვის  – ტყის ხანძრების პრევენცია ბორჯომში. თქვენ გაივლით პროფესიონალი ტრენერების ტრენინგების კურს, შეისწავლით […]

ქალზე ძალადობა დანაშაულია- საპროტესტო აქცია ბორჯომში

26.11.2014

25 ნოემბერს ბორჯომში, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის მოედანზე გამართულ აქციაზე ქალზე ძალადობა ერთად დაგმეს ბორჯომის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, უფროსკლასელებმა, საზოგადოების […]