“ფორუმი” – სადგერსა და ტბაზე

19.07.2018

შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის ამჯერად სოფლებში სადგერსა და ტბაზე გაიმართა.
იმის გამო, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში არ არის შენობა, სადაც პროექტის ფარგლებში შეხვედრის ჩატარებას შევძლებდით, გადავწყვიტეთ ორი სოფლის სადგერის და ტბის პრობლემებზე ერთდროულად გვემსჯელა და შეხვედრა სოფ. ტბაზე ჩაგვეტარებინა, რომელსაც სადგერის მცხოვრებლებიც დაესწრებოდნენ.ორი სოფლის მოსახლეობას ბორჯომის მერი შეხვდა. სადგერიც და ტბაც საკურორტო სოფლებია, შესაბამისად იქ ზაფხულის საკურორტო სეზონზე ბევრი დამსვენებელია. ადგილობრივებსაც ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხები აწუხებთ, რაც ხელს უშლის სოფლებში ტურიზმის განვითარებას.სადგერში ნომერ პირველ პრობლემად სასმელი წყალი დასახელდა, სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ადგილობრივები ამბობენ, რომ რთული ასახსნელია ჩამოსული დამსვენებლისთვის, რატომ არ მოდის წყალი ონკანში.ტბის მცხოვრებლები კი სოფელში სკვერის მოწყობას ითხოვენ, რომლითაც ადგილობრივებთან ერთად, კურორტის სტუმრებიც ისარგებლებენ.მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, მიმდინარე წელს სადგერში საკანალიზაციო სისტემა მოეწყო. მთლიანად დაიქსელა ცენტრალური მაგისტრალი. ამით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. ტბაზე კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ სომხურ ენაზეც

Recent Posts

დევიდ მაკი ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრს ესტუმრა

19.10.2017

ცნობილმა ილუსტრატორმა დევიდ მაკმა დღეს ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მასტერკლასი გამართა ,რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.დევიდ მაკმა ხატვის ლაივ დემონსტრაცია […]

“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”.

“ფორუმი” – ტიმოთესუბანში

21.05.2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბანში გვქონდა შეხვედრა 16 მაისს. პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ხალხსა და […]

ქალები ბორჯომის სოფლებში ქალების საჭიროებებს იკვლევენ

21.09.2017

ბუნებრივი აირი ის პრობლემაა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვაბისხევში მცხოვრებ ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ, სოფელი გაზიფიცირებული არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა […]

ავიამოდელები

04.03.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა.

შეხვედრები ნინოწმინდის სოფლებში ქალების პრობლემების გამოსავლენად

06.11.2017

პროექტის ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო საბჭო მიმდინარე წლის აგვისტოში შეიქმნა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ქალით დაკომპლექტდა. ნინოწმინდაში  შეხვედრებს საბჭოს 3 […]

,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე

22.04.2016

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“-SJMC აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე

ამერიკის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილეები ბორჯომის ჩართულობის ცენტრში

10.10.2016

ჩართულობის ცენტრს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრნენ.