თანატოლგანმანათლებლები- თანატოლთა უფლებებისათვის

20.11.2017

SJMC ახალ პროექტს იწყებს!

თანატოლგანმანათლებლები- თანატოლთა უფლებებისათვის

 

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი (SJMC)  ახალ პროექტს იწყებს, სახელწოდებით თანატოლგანამანათლებლები – თანატოლთა უფლებებისათვის . პროექტის მიზანია ბორჯომსა და ნინოწმინდაში ადგილობრივი თემის, მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ბავშვთა უფლებების ადვოკატირება.

ბორჯომისა და ნინოწმინდის რესურს ცენტრების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით  მოხდება სამიზნე სკოლების შერჩევა. უპირატესობა მიენიჭებათ ბორჯომისა და ნინოწმინდის სოფლების საჯარო სკოლებს, სადაც ეროვნული უცირესობის წარმომადგენლები სწავლობენ. ამავე სკოლებში შეირჩევა კონსულტანტი მასწავლებლები, რომლებიც  ჩაერთვებიან პროექტში. მათთან კონსულტაციებით შევარჩევთ სკოლებში თანატოლგანმანათლებლებს. მათთვის ჩატარდება  ტრენერთა  ტრენინგების ინტენსიური ციკლი. რის შემდეგაც ისინი კონსულტანტ მასწავლებლებთან ერთად დაგეგმავენ და ჩაატარებენ სკოლებში ტრენინგებს ახალი გენდერული კლუბებისათვის.

ტრენინგების და შეხვედრების თემატიკა ძირითადად ფოკუსირებულია ბულინგის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენციაზე.

პროექტის ხანგრძლივობა 8 თვეა.

პროექტი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის (SJMC) მიერ განხორციელდება ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ამერიკის საელჩოსა და PH International – ის მხარდაჭერით.

https://www.facebook.com/sjmcgeorgia/?timeline_context_item_type=intro_card_work&timeline_context_item_source=100000118437346&pnref=lhc

Recent Posts

“მედია წიგნიერება”- სამცხე-ჯავახეთის მედია -ცენტრი ახალგაზრდებს იწვევს

02.08.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია -ცენტრი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, ,,შენ შეგიძლია შეცვალო”. რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები შეისწავლიან მედია წიგნიერებას. თუ ხართ […]

10 ივნისს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

10.06.2015

10 ივნისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი  მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში […]

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს

08.12.2017

მოქალაქე ჟურნალისტებმა, დღეიდან პრეს-კაფეების ჩაწერა დაიწყეს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისაუბრეს პროფესიების შერჩევაზე. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია […]

ქალები ქალებისათვის

06.02.2018

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ქალები ქალებისათვის”. სრულ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გადაეცანით მულტიმედიამასალაში. იხილეთ სრული სტატია ბმულზე   

“ფორუმი” – ბორჯომის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

29.11.2018

ბორჯომში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. მომავალი წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით იზრდება. რაში დაიხარჯება თანხები 2019 წელს და […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ახალციხე ქალების პრობლემები

10.01.2013

გადაცემის მთავარი სტუმრები იყვნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და ა/ო ”დემოკრატ ქალთა საზოგადოების” ხელმძღვანელი.

მერობის კანდიდატები მარნეულელი ქალების პრობლემებს გაეცნენ

11.10.2017

ქალების საჭიროებებზე მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები საუბრობენ. გადაცემა მომზადებულია პროექტის ”ქალები ქალებისათვის” ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის […]