ქალები ბორჯომის სოფლებში ქალების საჭიროებებს იკვლევენ

21.09.2017

ბუნებრივი აირი ის პრობლემაა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვაბისხევში მცხოვრებ ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ, სოფელი გაზიფიცირებული არ არის.

ანალოგიური მდგომარეობაა სოფ. ჭობისხევშიც, თუმცა აქ მცხოვრები ქალები სოფლისთვის მაღალმთიან სტატუსს ითხოვენ და თვლიან, რომ ეს საკითხი გაცილებით პრიორიტეტულია.

ამ თემებზე  ორ სოფელში მცხოვრები ამომრჩეველი ქალები, ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებს ესაუბრნენ.

12 ქალით დაკომპლექტებული სამოქალაქო საბჭო შეიქმნა პროექტის ფარგლებში „ქალები ქალებისათვის“,  რომელიც საქართველოს ორ რეგიონში სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში ხორციელდება და ორიენტირებულია ქალების საჭიროებების გამოვლენაზე.

პროექტს ახორციელდება ა.ო. ”სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი”  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

ლაბირინთი თეატრი “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში”

03.06.2017

პროექტის „დაიწყე ცვლილება შენით“ ფარგლებში, რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. მათთვის ლაბირინთი თეატრი მოვაწყეთ, შევქმენით ხელოვნური სიტუაცია, რომელიც რეალობის მსგავსია. […]

მუსლიმი მესხების რეპატრიაცია გადაცემა ინტერაქტივში

04.09.2014

მუსლიმი მესხების რეპატრიირების პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. სტუდიაშია ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

“ფორუმი” – ტაბაწყურში

26.07.2018

მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა. ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია და ზღვის დონიდან 2000 […]

მწვანე მოგზაურობა

21.01.2019

პროექტის ,,გაიცანი მეზობელის” ფარგლებში მონაწილეები სომხეთიდან, დიანა ნიკოლიანი და არმენ არშალუისიანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ და ფილმში საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. […]

ეთნიკური უმცირესობების პრობლემები ახალციხეში – გადაცემა ,,ქალები ირჩევენ”-ახალციხე

02.05.2013

არის თუ არა დაძლეული ენობრივი ბარიერი ეთნიკური სიჭრელით გამორჩეულ რეგიონში.  რა პრობლემები აქვთ ამ მიმართულებით ახალციხეში მცხოვრებ ქალბატონებს და უშლის თუ არა ხელს მათ დასაქმებას ქართული ენის არ ცოდნა. […]