“სოფლის კრებებში ყოველთვის ჩვენი ქმრები მონაწილეობდნენ,კაცები წყვეტდნენ, რა უნდა გაკეთებულიყო” -ქალები სოფელ ბოგადან

14.09.2017

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბოგაში ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრი ქალები ამ სოფელში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ,  შეხვედრის მიზანი ერთია,  მოუსმინონ ქალებს, ისაუბრონ სოფელში არსებულ პრობლემებზე, მთავარ გამოწვევებზე და საჭიროებებზე.

სოფელში 90 კაცი და 79 ქალი ცხოვრობს, სოფლის კრებებზე ძირითადად კაცები დადიან და გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ, ბოგელი ქალების უმეტესობა დიასახლისია.

  • სოფელში ბუნებრივი აირი, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ შეუყვანიათ.
  • ტრანსპორტის მოუხერხებელ გრაფიკზე ადგილობრივებმა არაერთხელ დაიჩივლეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ კერძო კომპანია მარშტუტებს თავად ადგენს.
  • ბოგელი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, ახალგაზრდული ცენტრი უნდა იყოს, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა. სოფელში კი ამბობენ, რომ ცენტრი არ ფუნქციონირებს.
  • მოსახლეობის უმრავლესობას, საკარმიდამო და სახნავ-სათესი მიწები რეგისტრირებული არ აქვს. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამზომველები ბოგაში ჯერ არ მისულან.

 

ეს ის შემთხვევაა როდესაც ქალები საკუთარ გასაჭირზე გულწრფელად საუბრობენ და გულდაწყვეტილებით ამბობენ  – სოფლის კრებებში ყოველთვის ჩვენი ქმრები მონაწილეობდნენ. სოფლის კაცები წყვეტდნენ, რა უნდა გაკეთებულიყო და ყოველ წელს რიტუალების სახლი რემონტდებოდა. ორმა ქალმა ხმა ამოვიღეთ და გვითხრეს თქვენ ვინ გეკითხებათო, სოფელმა ლაპარაკი დაიწყო, კაცების საქმეში ერევიანო და გავჩუმდით. იმის მერე აღარ მივსულვარ კრებაზე. ალბათ იმიტომ, რომ კაცები მოდიოდნენ და აქაც კაცები ხვდებოდნენ. აი ახლა ქალები მოხვედით და ჩვენც შეგხვდით, ჩვენი გასაჭირი გითხარით“.

შეხვედრები  ბორჯომში,  ახალციხეში, ნინოწმინდაში და მარნეულში მცხოვრებ ქალებთან იმართება პროექტის ფარგლებში „ქალები ქალებისათვის“  რომელსაც ახორციელებს  ა.ო  ”სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

Recent Posts

“ფორუმი” – ტაბაწყურში

26.07.2018

მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა. ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია და ზღვის დონიდან 2000 […]

10 ივნისს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

10.06.2015

10 ივნისს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი  მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში […]

“ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ გვაქვს უამრავი პრობლემა“ – ქალები ახალციხის სოფლებიდან

01.11.2017

პროექტის   „ქალები – ქალებისათვის“  ფარგლებში, ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებმა შეხვედრები ახალციხის  მუნიციპალიტეტის 6 სოფელში ჩაატარეს. გამოიკვეთა თემში მცხოვრები ქალების საჭიროებები. მათი […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” -ქალები პოლიტიკური პროცესების მიღმა (მარნეული)

01.03.2013

ქალების პოლიტიკური მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან თანამდებობებს ძირითადად მამაკაცები იკავებენ დაგადაწყვეტილებების მიღებაც მათ ევალებათ. რატომ არ ერთვებიან ქალბატონები და სად არის მათი როლი პოლიტიკური პროცესების დროს, გადაცემის თემას […]

“თანასწორობა ოჯახიდან იწყება” – სოციალური კლიპი

12.06.2018

სოციალური კლიპი მომზადებულია ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” მიერ, პროექტის ფარგლებში “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის”.

პროექტი “ერთად გენდერული თანასწორობისათვის“

20.02.2015

სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი აცხადებს კონკურს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ გენდერული კლუბის წევრები.

“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”.