ვიწვევთ აქტიურ ქალებს სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან

01.08.2017

ა.ო სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი, რომელიც იწყებს პროექტს ”ქალები – ქალებისათვის“, სათანამშრომლოდ იწვევს  ქალებს სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია –  ბორჯომი, ახალციხე, ნინოწმინდა და მარნეული,  საიდანაც პროექტში ჩაერთვება 12 ქალი ( მათთვის პროექტში განსაზღვრულია წამახალისებელი  ჰონორარი). 

პროექტის მიზანია:

  1. ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალთა საჭიროებების გამოვლენას
  2. ამ საჭიროებების პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ასახვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას

 

  • სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში შეიქმნება ქალთა სამოქალაქო საბჭოები.
  • ჩატარდება ტრენინგები სამოქალაქო საბჭოს წევრებისათვის.
  • გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ თემებში მცხოვრებ ქალებთან.
  • მოეწყობა დიკუსიები, საჭიროებების  გამოვლენა და განხილვა.
  • მთავარ გამოწვევებზე ქალები  ისაუბრებენ პოლიტიკურ პარტიებთან.

 

პროექტში ვიწვევთ ქალებს, რომლებიც:

  • ინფორმირებული არიან მათ თემში ქალების საჭიროებებით (ბორჯომი, ახალციხე, ნინოწმინდა და მარნეული)
  • აინტერესებთ სხვა ქალებთან ამ საჭიროებებზე საუბარი და დისკუსია
  • არიან მოტივირებული და ენერგიულები, სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე მორგებული საარჩევნო პროგრამების ფორმირებაში
  • წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს გააცნოთ ქალების წინაშე არსებული გამოწვევები
  • მონაწილეობა მიიღონ საჯარო განხილვებში
  • გაძლიერდნენ და გააძლიერონ სხვა ქალები

 

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი 2017 წლის 7 აგვისტომდე  ელექტრონულ მისამართზე:   ekanozadze@gmail.com.  

პროექტიქალები ქალებისათვისხორციელდება  .. ”სამცხეჯავახეთის მედია ცენტრისმიერ, აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

Recent Posts

ბორჯომის მერობის კანდიდატები ქალების საჭიროებებს გაეცნენ

17.10.2017

ქალებმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან, ყველაზე მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პრობლემებზე ისაუბრეს. ბორჯომის მერობის კანდიდატები, სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებს გაეცნენ და კონკრეტული […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” – ქალი და ჯანმრთელობა

06.02.2013

რჩევები და რეკომენდაციები მედიკოსებისაგან. რა პრობლემებია ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალების ჯანმრთელობის კუთხით. რა დაავადებებია გავრცელებული და რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალბატონებმა, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. გადაცემის სტუმრები ახალციხის სამედიცინო ცენტრის უნიმედის სამცხე-სამეანო– […]

გადაცემა “პრეს-კაფე”- ბულინგი

05.07.2018

გადაცემის თემა „ბულინგია“, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მიუხედავად ასაკისა, ერთნაირად აწუხებს, თუმცა მასზე თითქმის არავინ საუბრობს.

მოხალისეთა შერჩევა დაიწყო!

25.03.2015

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით აცხადებს […]

ეთნიკური უმცირესობების პრობლემები ახალციხეში – გადაცემა ,,ქალები ირჩევენ”-ახალციხე

02.05.2013

არის თუ არა დაძლეული ენობრივი ბარიერი ეთნიკური სიჭრელით გამორჩეულ რეგიონში.  რა პრობლემები აქვთ ამ მიმართულებით ახალციხეში მცხოვრებ ქალბატონებს და უშლის თუ არა ხელს მათ დასაქმებას ქართული ენის არ ცოდნა. […]