“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”. პროექტის ფარგლებში გუშინ რველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგის თემა გენდერული როლები და ნორმები, გენდერულ სტერეოტიპებთან და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები იყო. ანალოგიური ტრენინგები ბორჯომში ახალდაბის, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის, ასევე ნინოწმინდის სოფელ განძის სკოლებში ჩატარდება.

პროექტის მხარდამჭერია ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“

Recent Posts

გადაცემა “პრეს-კაფე”- ბულინგი

05.07.2018

გადაცემის თემა „ბულინგია“, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მიუხედავად ასაკისა, ერთნაირად აწუხებს, თუმცა მასზე თითქმის არავინ საუბრობს.

“ინტერაქტივი”

04.06.2014

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ტელეკომპანია “ბორჯომთან”, ახალციხის “მეცხრე არხთან” და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას “ინტერაქტივი”

პროექტი “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის” დასრულდა

20.07.2018

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა პროექტის “თანატოლგანმანათლებლები თანატოლთა უფლებებისათვის” ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პროექტის მართვის გუნდმა, ბენეფიციარებთან ერთად პროექტის შედეგები განიხილა და […]