ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ჟურნალისტებისათვის

01.06.2016

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ (SJMC) პროექტის ფარგლებში „ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“ იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე – „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები“.

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე მედია საშუალებების (ტელევიზია, გაზეთი, რადიო) ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გენდერული საკითხებით.

ორდღიანი კურსის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
-მასმედიის როლი გენდერულ ტიპიზაციაში,
-ინფორმაციული ზეწოლა,
-ქალისა და მამაკაცის სახე სატელევიზიო სივრცეში,
-გენდერის ცნების განვითარება,
-სტერეოტიპები და როლები,
-გენდერული სოციალიზაციის ინსტიტუტები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekanozadze@gmail.com

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და უნდა იყოს მითითებული თუ რატომ დაინტერესდა ჟურნალისტი აღნიშნული სასწავლო კურსით და როგორ აპირებს სესიებზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.

ტრენინგი ჩატარდება 2016 წლის ივლისში ქალაქგარეთ. სასტუმროს, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე და მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს ტრენინგის შემდეგ, სასწავლო კურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ და თავიანთ მედია საშუალებებში გამოაქვეყნონ ჟურნალისტური მასალები შესაბამის თემებზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 2016 წლის 15 ივნისი

ტრენინგის ორგანიზატორები დაკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 593 33 44 93 ეკა ნოზაძე (პროექტის კოორდინატორი)

პროექტი ,,ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის“, რომლის მიზანია გენდერული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ხორცილდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ( SJMC) www.mediacentri.ge მიერ
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით

Recent Posts

“დაიწყე ცვლილება შენით”- სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

04.04.2017

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის სახელწოდებაა “დაიწყე ცვლილება შენით”.

“ფორუმი” – ჭობისხევში

01.08.2018

პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შეხვედრა ამჯერად სოფელ ჭობისხევში გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყო დიალოგს, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჭობისხევის […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ბორჯომი საბავშვო ბაღებში არსებული სიტუაცია და პრობლებები

10.01.2013

თოქ-შოუში მონაწილეობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენელი და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

“ბორჯომის” ეთერში გადაცემა “ინტერაქტივი” იწყება

05.02.2014

,,სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი” ტელეკომპანია ,,ბორჯომთან` , ახალციხის ,,მეცხრე არხთან“და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას ,,ინტერაქტივი“. ,,ინტერაქტივი” გამოეხმაურება რეგიონში […]

ამერიკის ელჩისა და განათლების მინისტრის მოადგილეები ბორჯომის ჩართულობის ცენტრში

10.10.2016

ჩართულობის ცენტრს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრნენ.

ქალები ქალებისათვის

06.02.2018

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ქალები ქალებისათვის”. სრულ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გადაეცანით მულტიმედიამასალაში. იხილეთ სრული სტატია ბმულზე   

“თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის” – SJMC- ს ახალი პროექტი

13.03.2018

ა.ო.” სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი” ახალ პროექტს იწყებს. „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისთვის“-ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც არის ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწვეტილების […]