გადაცემა ,,ქალები ირჩევენ” ბორჯომი საბავშვო ბაღებში არსებული სიტუაცია და პრობლებები

10.01.2013

7(1)

თოქ-შოუში მონაწილეობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენელი და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

პირველი და ყველაზე მთავარი პრობლემა რომელზეც გადაცემის ყველა სტუმარმა ისაუბრა იყო ბაღების სიმცირე მუნიციპალიტეტში და მოქმედი, მაგრამ ძალიან გადატვირთული საბავშვო ბაღები.
ქალაქის გარეუბნებში არსებულ ბაღებში მშობლები ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გამო შვილებს ვერ ატარებენ. ბაღების ნაწილს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ინვენტარი.

ბაღებს არ ჰყავთ ფსიქოლოგები, ექიმები, მუსიკის და ცეკვის პედაგოგები და მშობლებს არსებულ გადასახადთან ერთად დამატებითი თანხების გადახდა უწევთ. პედაგოგებს სჭირდებათ გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ყველა ამ საკითხს უპასუხა და ბაღების პედაგოგებს კონკრეტული საკითხების გადაჭრის დაპირება მისცა გადაცემაში მოწვეულმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა.

გადაცემის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო ბორჯომში გახსნილ ალტერნატიული ბაღების პრობლემებს, ალტერნატიული ბაღები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში გაიხსნა, ა/ო ბაღებს 6 თვის განმავლობაში დააფინანსებს, რის შემდეგაც ბაღების დახურვა დადგება დღის წესრიგში. მშობლები და პედაგოგები დახმარებას მუნიციპალიტეტს თხოვენ. აქვე მშობლებმა მიიღეს დაპირება, რომ მუნიციპალიტეტი ამ საკითხს განიხილავს და სავარაუდოდ პრობლემა დადებითად გადაწყდება.

Recent Posts

ვიწვევთ ბორჯომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს

18.06.2019

ორგანიზაცია  ,,ნაკრესი“  ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით – პროექტისათვის ,, ბორჯომის მოხალისე მეხანძრეთა ბრიგადა – ფაზა  II” –  აცხადებს კონკურსს  ბორჯომის […]

აწყურის ეკო-ბანაკში ტრენინგები დასრულდა

16.09.2014

გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის სახელწოდებაა “იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში” მომავალშიც გაგრძელდება

ქართული ცეკვა

21.01.2019

გაგაცნობთ კიდევ ერთი ფილმის ამბავს, რომელიც პროექტის „გაიცანი მეზობელი”-ს ფარგლებში მომზადდა  ჩვენი პროექტის მონაწილეებმა საქართველოდან, სალომე სანდროშვილმა და ფრიდონ რიბაკონმა, სომხეთიდან […]

“ფორუმი” – ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებებში

10.08.2018

შეხვედრა ხალხსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის ამჯერად ბორჯომში გაიმართა.  ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ახალშენის და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ

ქალები ქალებისათვის

06.02.2018

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა დაასრულა მუშაობა პროექტზე “ქალები ქალებისათვის”. სრულ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გადაეცანით მულტიმედიამასალაში. იხილეთ სრული სტატია ბმულზე   

მოხალისეთა შერჩევა დაიწყო!

25.03.2015

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისე” ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოხალისეების შერჩევის მიზნით აცხადებს […]

გადაცემა ,,ქალები ირჩევენ”-ახალქალაქი-ქალი და ჯანმრთელობა

11.12.2011

რატომ არ აქცევენ ქალები ახალქალაქში ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას და რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო, […]